ვინ არიან მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრები
12-09-2019
ვინ არიან მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრები
"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება "ლელო" იქნება. შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

"ჩვენ დღეს ვაფუძნებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი", - განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, მისი გაერთიანება 12 ადამიანს მოძებნის ყველა სფეროში, რომელიც ლიდერი იქნება.

"ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. ეს გაერთიანება უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია იქნება, ლიდერების პარტია, ეს არის იქნება მამუკა
ხაზარაძის პარტია, ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა და შედეგზე ორიენტირებული. მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, იმიტომ, რომ ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან. ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, ჩვენ დავასახელებთ თარიღებს და კონკრეტულ მიზნებს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ან გ ამოვა ამ მდგომარეობიდან ან
ვიქნებით ამ ჭაობში. ეს მენტალური ჭაობია. მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, 12 რეფორმატორს მედიცინაში, განათლებაში, 12 ლიდერს სოფელში, 12 ქალს რაიონში. ეს ქვეყანა მესიის და ვიღაც კაცის გადასარჩენი კი არ არის, ის არის თითოეული ჩვენგანის გადასარჩენი. ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ",- განაცხადა ხაზარაძემ.

უკვე ცნობილია მამუკა ხაზარაძის ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრების ვინაობა. ისინი ანაკლიაში ორგანიზაციის პრეზენტაციას ესწრებოდნენ.

ერთ-ერთია "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე, ასევე არიან კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი, იურისტი კახა კოჟორიძე, "გადასახადის გადამხდელთა კავშირის" დირექტორი გიგლა მიქაუტაძე, ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანა ნაცვლიშვილი, მხატვრები ქეთი მატაბელი და გია გუგუშვილი, მსახიობი ირაკლი აფაქიძე, რუსთაველის თეატრის ყოფილი დირექტორი ზაალ ჩიქობავა.




გულით ქართველი
12 სექტემბერი 2019 16:04
რა თქმა უნდა ყველა ყოფილი და ყველა ხელისუფლებაზე განაწყენებული, ვინ დაიჯერებს ამათ ერთგულებას, ოღონდ თვითონ ნახონ სარგებელი და ქვეყანას უყოყმანოდ გაწირავენ.


რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?