"ჟურნალისტები მიყვარს" - როგორ ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი, ქალიშვილის პირველ პირდაპირ ეთერს ვაშინგტონიდან? - კვირის პალიტრა

"ჟურნალისტები მიყვარს" - როგორ ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი, ქალიშვილის პირველ პირდაპირ ეთერს ვაშინგტონიდან?

საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილი, ქეთევან გორჯესტანი ფრანგული ტელევიზიის  France24 - ის ოფიციალური კორესპონდენტი გახდა  ვაშინგტონში. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს:

"ქეთევანის პირველი პირდაპირი ეთერი ვაშინგტონიდან,  სადაც დაინიშნა France24 ის ოფიციალურ კორესპონდენტად.

ჟურნალისტები მიყვარს".

ფრანგული ტელეარხი France 24-ი, რომლის ჟურნალისტიც  ქეთევან გორჯესტანია  2006 წლის 6 დეკემბერიდან მაუწყებლობს და 24-საათიან რეჟიმში ფრანგულ, ინგლისურ და არაბულ ენებზე გადმოსცემს ინფორმაციას.