ხულოში სატვირთო ხევში გადავარდა - დაშავებულია ახალგაზრდა მამაკაცი - კვირის პალიტრა

ხულოში სატვირთო ხევში გადავარდა - დაშავებულია ახალგაზრდა მამაკაცი

ხულოში, სატვირთო ავტომობილის ხევში გადავარდნის შედეგად 28 წლის მამაკაცი დაშავდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევა სოფელ ხიხაძირში მოხდა.

"მძღოლი დაშავებულია, ფეხი აქვს დაზიანებული. მის სიცოცხლეს საფრთხზე არ ემუქრება", - განაცხადა ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"