სიონის საკათედრო ტაძარში ნოდარ ხადურის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

სიონის საკათედრო ტაძარში ნოდარ ხადურის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სიონის საკათედრო ტაძარში ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ნოდარ ხადურის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პანაშვიდზე უკვე მივიდნენ და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს პრემიერ-მინსიტრმა გიორიგ გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, უმრავლესობის წევრებმა მამუკა მდინარაძემ და გია ვოლსკიმ.

სამოქალაქო პანაშვიდზე მოადგილეებთან ერთად მივიდა თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე ოჯახს მიუსამძიმრა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ. ნოდარ ხადურის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა ასევე სამოქალაქო მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ.

ნოდარ ხადურს დღეს დაკრძალავენ.

ნოდარ ხადური 10 სექტემბერს, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ნოდარ ხადური 2016 წლის 1-ელი დეკემბრიდან საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე იყო. 2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე მას საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ეკავა

იხილეთ ასევე: "აი, ასეთი კაცი წავიდა ამ ბოღმითა და ღვარძლით სავსე ქვეყნიდან, ჩვენ კი დავრჩით... კითხვაზე - როგორი? მე ერთი პასუხი მაქვს - კაცური!"

"ინტერპრესნიუსი"