"მე­რი­დე­ბო­და თქმა, მაგ­რამ ჯობს ვთქვა" - ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მიმართავს
"მე­რი­დე­ბო­და თქმა, მაგ­რამ ჯობს ვთქვა" - ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მიმართავს
ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს. მომ­ღერ­ლის თქმით, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია, მას კი მკურ­ნა­ლო­ბის ფი­ნან­სე­ბი არ აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, დახ­მა­რე­ბის­თვის მე­გობ­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თავს და საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბას აა­ნონ­სებს:

"დიდ­ხანს ვი­ფიქ­რე, მე­რი­დე­ბო­და თქმა, მაგ­რამ ჯობს ვთქვა... მე­გობ­რე­ბო, ვა­კე­თებ სე­რი­ო­ზულ გან­ცხა­დე­ბას. ჯან­მრთე­ლო­ბამ ძა­ლი­ან შე­მო­მი­ტია, ისევ და­მე­წყო ხუთ­ვა, არ მშვე­ლის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "სალ­ბუ­ტა­მო­ლი", მხო­ლოდ "სიმ­ბი­კორ­ტი" მიხ­სნის ამ სა­ში­ნე­ლე­ბას, რაც საკ­მა­ოდ ძვი­რია და ვერ ვა­ხერ­ხებ, რომ ეს წა­მა­ლი სულ მქონ­დეს და ვი­სუნ­თქო.

ღმერ­თმა აცხო­ნოს,
მე­რაბ კი­ლა­ძემ გა­მი­კე­თა ოპე­რა­ცია და შემ­დეგ ალერ­გო­ლოგ­თან მი­მიყ­ვა­ნა, დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი, რო­მელ­საც ერთი წელი ვი­ღებ­დი, რად­გან ვერ ვსუნ­თქავ­დი, შე­მიც­ვა­ლეს "სიმ­ბი­კორ­ტით", ისიც მთე­ლი რიგი ტეს­ტე­ბი გა­მი­კე­თეს, რომ რა­ი­მეს ალერ­გია არ მო­ე­ცა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს აღარ ჰყავს მე­რაბ კი­ლა­ძე და მე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩე­მი­ა­ნი ექი­მი, რომ­ლი­საც მჯე­რო­და და ზუს­ტად იცო­და თა­ვი­სი
საქ­მე...

ამ ეტაპ­ზე, ძა­ლი­ან, მარ­თლაც ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, არა მარ­ტო წამ­ლე­ბის შე­ძე­ნა, არა­მედ, MRT-ს გა­კე­თე­ბაც რაც უნდა ვა­კონ­ტრო­ლო 6 თვე­ში ერთხელ, მაგ­რამ ამის ფი­ნან­სე­ბი არ მრჩე­ბა ასე­ვე სა­ყი­დე­ლი მაქვს მი­ე­ლი­ნი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა მი­ვი­ღო და ბი­ო­ტი­ნი, რომ ვი­ა­რო. მე მჭირ­დე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბა, ბევ­რი საქ­მე მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ბევ­რი პრო­ექ­ტი გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, სა­კუ­თა­რი სიმ­ღე­რე­ბი და­სა­ცა­ვი და ოჯა­ხი მო­სავ­ლე­ლი, ამას ყვე­ლა­ფერს ემა­ტე­ბა ნა­ქი­რა­ვებ­ში ფუ­ლის ყრა... ძა­ლი­ან, უკი­დე­გა­ნოდ დამ­ჭირ­და თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა, რად­გან მინ­და, ძა­ლი­ან მინ­და ვიყო კარ­გად!

მე ფონ­დიც შევ­ქმე­ნი გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზი­ა­ნე­ბის­თვის და ვიცი რა ხა­ზით ვა­მუ­შაო, მაგ­რამ არ მყოფ­ნის ძალა და არც ფი­ნან­სე­ბი, რომ სხვებს მი­ვეხ­მა­რო, ან კი რო­გორ, როცა თა­ვის­თვის ვერ მი­მი­ხე­დავს.

გა­დავ­წყვი­ტე, ჩა­ვა­ტა­რო საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო, სხვა გზას ამ ეტაპ­ზე ვერ ვხე­დავ. შე­გა­ტყო­ბი­ნებთ სად... იმე­დია გვერ­დში და­მიდ­გე­ბით, ერთხელ თქვე­ნით გა­დავ­რჩი, ახ­ლაც თქვე­ნი იმე­დი მაქვს ღმერ­თის წყა­ლო­ბით... ამი­სათ­ვის დამ­ჭირ­დე­ბა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი და რო­მე­ლი­მე ტე­ლე­ვი­ზია, აპა­რა­ტუ­რა და ცოტა რეკ­ლა­მა, რომ გა­ი­გოს ხალ­ხმა სად და რო­დის ჩა­ტარ­დე­ბა კონ­ცერ­ტი სა­დაც, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ისევ ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი კო­ლე­გე­ბი მი­ი­ღე­ბენ.

გთხოვთ შე­მეხ­მი­ა­ნეთ, ვინ რო­გორ და­მიდ­გე­ბა გვერ­დში..." - წერს ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი და სა­ბან­კო ან­გა­რი­შის ნო­მერ­საც აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­ზეც მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ:

TBC ბან­კი: GE95TB7003145161100004

პი­რა­დი ნო­მე­რი: 01030004431


თინა
15 სექტემბერი 2019 22:40
ვაიმე სადამდე და ან როდემდე... ამისთანებს რომ გაუჭირდება სხვებზე რაღა იქნება.. ესაა ჩვენი ცხოვრება? ამისთვის მოვედით აქამდე რომ ასე სამათხოვროდ გვქონოდა საქმე? რა გახდა ქვეყნისათვის რომ მკურნალობა მაინც იყოს უფასო...
სხვაზე არაფერს ვამბობ.
მარა სადღა გვაქვს ქვეყანა... ქვეყანა გაყიდულია..
ხალხი კი დაჩაგრული.
ვაი რომ ქვეყანა კარგავს ქართველებს ასეთი ყოფის გამო... მარა ქვეყანა ვის რჩება ეს საკითხავია

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა