მთავრობის მოქმედი და ყოფილი წევრები ნოდარ ხადურის სამოქალაქო პანაშვიდზე - კადრები სიონის ტაძრიდან - კვირის პალიტრა

მთავრობის მოქმედი და ყოფილი წევრები ნოდარ ხადურის სამოქალაქო პანაშვიდზე - კადრები სიონის ტაძრიდან

ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ნოდარ ხადური დღეს დაკრძალეს.

დილიდან სიონის საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, უმრავლესობის წევრებმა - მამუკა მდინარაძემ და გია ვოლსკიმ.

სამოქალაქო პანაშვიდზე მოადგილეებთან ერთად მივიდა თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე ოჯახს მიუსამძიმრა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ. ნოდარ ხადურის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა ასევე სამოქალაქო მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "აი, ასეთი კაცი წავიდა ამ ბოღმითა და ღვარძლით სავსე ქვეყნიდან, ჩვენ კი დავრჩით... კითხვაზე - როგორი? მე ერთი პასუხი მაქვს - კაცური!"