ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილი მუშა სამუშაოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაკვეთით ასრულებდა - რას აცხადებენ თბილისის მერიაში - კვირის პალიტრა

ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილი მუშა სამუშაოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაკვეთით ასრულებდა - რას აცხადებენ თბილისის მერიაში

ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილი მუშა სამუშაოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაკვეთით ასრულებდა უშუალოდ უნივერსიტეტის წინ და მას კავშირი არ აქვს გამზირის რეაბილიტაციასთან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე მისულ მაშველებს მუშა გარდაცვლილი დახვდათ.

"ინტერპრესნიუსი"