როგორია მეტროსადგურ "სამგორის" ლიანდაგში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა - კვირის პალიტრა

როგორია მეტროსადგურ "სამგორის" ლიანდაგში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა

მეტროსადგურ „სამგორში“ ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაშავებული კონტაქტურია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციითვე, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"