რომელ ჟურნალისტებს ვიხილავთ "რუსთავი 2"-ზე და რას ამბობენ საინფორმაციოს ახალ უფროსზე, რომელიც "ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრია?
16-09-2019
რომელ ჟურნალისტებს  ვიხილავთ  "რუსთავი 2"-ზე და რას ამბობენ საინფორმაციოს ახალ უფროსზე, რომელიც "ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრია?
ფოტო:ხათუნა ბერძენიშვილი, გურამ როგავა, თამარ ურუშაძე
ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ხელ­ში გა­და­სუ­ლი "რუს­თა­ვი 2" გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხით ეთერ­ში ჯერ არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ჯერ­ჯე­რო­ბით, ტე­ლე­კომ­პა­ნია არ­ხი­დან წა­სუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ად­გი­ლებს ავ­სებს და სხვა­დას­ხვა კონ­კუ­რენ­ტი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან მიჰ­ყავს ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი.

სკან­და­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სო­ბას ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ჩა­ი­ბა­რებს. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და პირ­ველ არხზე სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, მა­შინ­დელ­მა დი­რექ­ტორ­მა ის არ­ხი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

2013 წელს კი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი თბი­ლი­სის მერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლად
წა­რად­გი­ნა.

2014 წელს ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" კვო­ტით კენ­ჭი საკ­რე­ბუ­ლო­ში იყა­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში" გა­და­ი­ნაც­ვლა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

მოკლეხ­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის შემ­დეგ, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა პრო­დი­უ­სერ­მა მე­დი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­თან გა­სა­უბ­რე­ბა ვერ შევ­ძე­ლით - მან ჩვენს ზა­რებს არ უპა­სუ­ხა. ინ­ფორ­მა­ცი­ის
გა­და­მოწ­მე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან, პა­ა­ტა სა­ლი­ას­თან ვცა­დეთ.

- ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "რუს­თა­ვი 2"-ზე დაბ­რუნ­დნენ ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი და ნინო შუბ­ლა­ძე, ადას­ტუ­რებთ?
- ჩვე­ნი­ვე არ­ხის მეშ­ვე­ო­ბით გა­ი­გებთ მალე ყვე­ლა­ფერს. არ ვა­კონ­კრე­ტებ დღეს, თა­რიღს. ვამ­ბობ, ძა­ლი­ან მალე, ამ თვე­ში აუ­ცი­ლებ­ლად გე­ცო­დი­ნე­ბათ.
...

ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "რუს­თა­ვი 2"-ზე "იმე­დი­სა" და "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლისტს ვი­ხი­ლავთ, მათ­მა ნა­წილ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი AMBEBI.GE-სთან კო­მენ­ტარ­შიც და­ა­დას­ტუ­რა.

მა­გა­ლი­თად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტი გუ­რამ რო­გა­ვამ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­წე­რა ტე­ლე­ვი­ზი­ის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ:

"დავ­ტო­ვე „პირ­ვე­ლი არხი“, სა­დაც 3 წელი და 3 თვე გა­ვა­ტა­რე. მად­ლო­ბა მა­უ­წყე­ბელ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს. წა­მო­ვე­დი, მაგ­რამ ვრჩე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის იდე­ის გულ­შე­მატ­კივ­რად! ახლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვის დროა. შევ­ხვდე­ბით მალე!“ - და­წე­რა რო­გა­ვამ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი "ფე­ის­ბუ­ქით­ვე" შე­ა­ტყო­ბი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ მუ­შა­ო­ბას "რუს­თა­ვი 2"-ში იწყებს.

კი­დევ ერთი სახე, რო­მელ­საც "რუს­თა­ვი 2"-ზე ვი­ხი­ლავთ "იბე­რი­ას" ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თა­მარ ურუ­შა­ძეა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ურუ­შა­ძემ AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში და­ა­დას­ტუ­რა:

"ახა­ლი ამ­ბე­ბი და სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რი არის ჩვე­ნი პრო­ფე­სია, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­კე­თებთ და გა­ვა­კე­თებთ ისევ ისე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად, რო­გორც ვა­კე­თებ­დით აქამ­დე სხვა­დას­ხვა არხზე. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გუნ­დია, ყვე­ლა არის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და ისე­თი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გუნ­დი შე­იკ­რა, რომ­ლებ­ზეც თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ჩვენს წრე­შიც მათ­ზე მა­ღა­ლი აზრი არ­სე­ბობს".

- არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი "რუს­თა­ვი 2-ზე“ სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურს ჩა­უდ­გე­ბა სა­თა­ვე­ში... თქვენ რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობთ ამა­ზე?

- იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს ისე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, რო­გო­რიც ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლია თა­ვის საქ­მე­ში, ეს შე­მიძ­ლია გი­თხრათ. მი­მუ­შა­ვია მას­თან და კი­დევ ერთხელ გი­მე­ო­რებთ, იშ­ვი­ა­თია ისე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, რო­გო­რიც არის ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ის არის უაღ­რე­სი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სა­კუ­თარ საქ­მე­ში და ძა­ლი­ან კარ­გად იცის თა­ვი­სი საქ­მე, ყვე­ლას შე­უძ­ლია ეს ჩემ კო­ლე­გას და­ა­დას­ტუ­როს თა­მა­მად.

- გქონ­დათ უკვე სა­მუ­შაო სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა?

- ვემ­ზა­დე­ბით... ჯერ არ ვი­ცით, რო­დი­დან გა­ვალთ ეთერ­ში, მალე გა­ი­გებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი­დან" "რუს­თა­ვი 2"-ში გა­და­დის "ქრო­ნი­კის" ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი სოფო ოხა­ნაშ­ვი­ლი. მან AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რა მო­ლო­დი­ნი აქვს ქი­ბარ ხალ­ვა­შის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში:

"5 წელი და 5 თვე ვი­მუ­შა­ვე "იმედ­ში", სიმ­ბო­ლო­ე­ბი არ მიყ­ვარს, მაგ­რამ ასე და­ემ­თხვა... ეს საკ­მა­რი­სი დროა ერთ არხზე სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად და პრო­ფე­სი­უ­ლად გა­საზ­რდე­ლად. ეს არის პრო­ფე­სია, რო­მელ­შიც მუდ­მი­ვად რა­ღა­ცას სწავ­ლობ, კო­ლე­გე­ბის­გან, გუნ­დი­დან, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან.

ჩავ­თვა­ლე, რომ ეს ხუთი წელი იყო საკ­მა­რი­სი დრო რომ ერთ ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბა და­მემ­თავ­რე­ბი­ნა და სი­ახ­ლე შე­მო­მე­ტა­ნა პრო­ფე­სი­ა­ში. ამი­ტომ მი­ვი­ღე გა­და­წყვტი­ლე­ბა, თო­რემ მარ­თლა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და „იმე­დის“ და­ტო­ვე­ბა, გუ­ლა­ჩუ­ყე­ბუ­ლი წა­მო­ვე­დი. გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ ფიქ­რში ბევ­რი დრო აღარ დავ­კარ­გე... იხილეთ სრულად

ნინო გი­გიშ­ვი­ლი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები