"სამივე სავარძელში გარდაცვლილი ნახეს..." - ვინ იყო გოგონა, რომელიც შვილებთან ერთად, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"სამივე სავარძელში გარდაცვლილი ნახეს..." - ვინ იყო გოგონა, რომელიც შვილებთან ერთად, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას ემსხვერპლა

ზესტაფონში დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლები ტრაგედიის ერთ-ერთ ვერსიად წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებენ.

ადგილობრივების თქმით, ახლაგაზრდა ქალი მეუღლესთან გაშორებული იყო და მცირეწლოვან შვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა. შვილების ასაკი კი - 2 და 4 წელი იყო.

"დილიდან რომ არ გამოჩნდნენ, ახლობლებმა მოკითხეს. ბინაში, მეორე სართულზე ფანჯრიდან შევიდნენ და სამივე გარდაცვლილი იყო" - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ადგილობრივი.

გარდაცვლილი 25 წლის მირანდა სხილაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემიდან იყო.

"2 კვირის გადმოსული იყო ზესტაფონში ქირით... მანამდე სოფელში ცხოვრობდა, მშობლებთან ერთად... გადაწყვიტა ქალაქში წამოსულიყო და რაიმე საქმით დაკავებულიყო, მაგრამ არ დასცალდა... დღეს მთელი დღე ურეკავდნენ მშობლები, მაგრამ რომ არ უპასუხა შემდეგ მისმა სიძემ მოახერხა ფანჯრიდან გადასვლა და ეს ამბავი დახვდა...იხილეთ სრულად