"რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, ეს მეგრელების ნათქვამს მახსენებს, - ძუკუმ იცის, ძუკუს საქმე რა არისო..."
"რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, ეს მეგრელების ნათქვამს მახსენებს, - ძუკუმ იცის, ძუკუს საქმე რა არისო..."
"ბიძინაც, მამუკაც და ვანოც, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები არიან, რაც ახლა მათ შორის ხდება, საშინლად მტკენს გულს!" - გვითხრა ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება:

- ვიცით, რომ ახლო მეგობრობა გაკავშირებთ ბიძინა ივანიშვილთან, ახლობლობთ  ვანო ჩხარტიშვილთან და მამუკა ხაზარაძესთანაც... რას ფიქრობთ დღეს მათ შორის არსებულ დაპირისპირებაზე?
- დიახ, შარშან ამ დროს ბერას ქორწილში ვიყავით, ბიძინა ჩვენს 22 კონცერტს დაესწრო პარიზში და ამბობდა ჩემზე ამაყი კაცი არ არის,
თქვენ რომ გხედავთო. ვანო ჩხარტიშვილიც ჩემი უახლოესი ადამიანია და მას ძალიან დიდ პატივს ვცემ თუნდაც იმიტომ, რომ ფონდი "ქართული გალობა" დააარსა... ასევეა მამუკა ხაზარაძეც, რომელმაც ქართული კულტურისთვის ბევრი გააკეთა... ახლა რაც მათ შორის ხდება, გულს იმდენად მტკენს, ძალიან ცუდად ვარ! ვანოს და მამუკას კი არა,
მათ მშობლებსაც კი ვიცნობდი და დიდი მეგობრობა მაკავშირებდა მათთან...

სხვა გზა აღარ არის დარჩენილი მტყუან-მართალი უნდა გაირჩეს. გეფიცებით, თუ ვიცოდე, რომელია მართალი და რომელი - არა... ბევრი ჭორია ირგვლივ და რთულია გარჩევა. ორთავეს საუკეთესო მშობლები ჰყავდათ… ვფიქრობ, მარტო მათი ხსოვნის გამო არ გააკეთებენ ცუდ საქმეს და ამ გაუგებრობასაც დაასრულებენ დროულად.

- მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ დაიბარა ბიძინა ივანიშვილმა, იქ იყო ვანო ჩხარტიშვილი, შოთაძე და საქმე, რომელიც სასამართლოს უნდა გაერჩია, თვითონ გაარჩია…
- ერთი ახლობელი შემხვდა ამასწინათ და ისეთი რამ მიამბო, ძალიან კი მიჭირს ამის თქმა, მაგრამ სიმართლე უფრო ვანო ჩხარტიშვილისკენ იხრება, მგონი... ეს არ ნიშნავს, რომ მამუკა არ მიყვარს და არ ვგულშემატკივრობ, მაგრამ მაინც გითხარით, რისი თქმაც ძალიან მიჭირდა... ვანო ჩხარტიშვილი ყველას მირჩევნია, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია, მაგრამ ახლა ობიექტურობის გამო ვამბობ და არა სიახლოვით. ვისურვებდი ჭორი იყოს ეს ყველაფერი და არა სინამდვილე... აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი კაცია ბიძინა ივანიშვილი, უდიდესი მოაზროვნე!

- მოგწონთ ასე ხშირად რომ ცვლის პრემიერ-მინისტრებს?
- გიორგი გახარია ძალიან მომწონს და ალბათ საჭირო იყო მისი დანიშვნა! არც წინა პრემიერს ვერჩოდი რამეს, რა გვარი იყო?

- მამუკა ბახტაძე...
- კარგი პიროვნებაა ისიც, მაგრამ რასაც ბიძინა აკეთებს, ეს მეგრელების ნათქვამს მახსენებს, - ძუკუმ იცის, ძუკუს საქმე რა არისო...

- ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს?
- მაგაზე მოფიქრალს ან აკლია, ან - არა! აუცილებლად უნდა აშენდეს და ვინც ხელს შეუშლის ქვეყნის მტერია! რა აჯობებს იქ რომ ამერიკული ტანკერი დადგება! ანაკლიის პორტი ქათველი ხალხისთვის იქნება საუკეთესო რამ!


(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (14)
ძუკუ
19 სექტემბერი 2019 10:17
ამ საბრალოს შემხედვარე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, როგორ არის გადაგვარებული ქართული კულტურის შემქმნელთა უმრავლესობა! ძალიან ცუდია, რომ დღეს აღარ არის ის ფასეულობები, რაც ათწლეულების უკან და ხელოვან ხალხს უწევს თავის ფიზიკური გადარჩენა, მაგრამ სადაა ის პათოსი და გმირული სულისკვეთება, რის მატარებელიც იყო მათი შემოქმედება, რომ დღეს საკუთარ კეთლდღეობას ანაცვალეს ერის კეთლდღეობა და მიეყიდენ ამ ბინძურ ვაჭრებს და ასე უსირცხვილოდ აქებენ ამ ერის გამყიდველებს, ხომ აშკარად ჩანს ამ არსებისგან, რომ ოღონდ ვინმემ ფული აძლიოს და თუნდაც ეშმაკს დაუწყებს ქება დიდებას
ალექს
18 სექტემბერი 2019 15:08
წამიკითხავს ამერიკული ანალიტიკოსის ძველი ანალიზი,ვგონებ გოლდმანისაა ,პარლამენტის ბიბლიოთეკაში იყო ერთ დროს,სსრკ კოლაფსის წინ პარტოკრატია წითელ დირექტორატს,ინწითელიგენციას და ჩრდილოვან ბიზნესს შეერწყა სამართალდამცავებიანად ,დანათესავდა და ისე ჩაიგდოო ხელში პოსტსაბჭოთა პერიოდის იმპერია ნამსხვრევებიანადო ,მათი ახალგაზრდა ფრთა ფლობს ინგლისურსაც,დასავლურ სისტემებსაც იცნობს და მას ამოფარებული აგრძელებს ,რასაც მისი წინაპრები აკეთებდნენ სამოცდაათიანი წლებიდან ოთხმოცდაათის ჩათვლითო !
ასეა უგოლდმანოდაც !
შიდა დაპირიპირება არაიდეოლოგიურ მსოფლმხედველობითია,აქ ერთნი არიან,ფულის ჩარხის სატრიალებლის ბერკეტთან სიახლოვეზეა მხოლოდ დავა !
მოქალაქე
18 სექტემბერი 2019 12:22
დიიიიიიიიიიიდი მოაზროვნე!
სამწუხაროდ ფული ვერ შველის მსოფლმხედველობას.
და ვერც ინტელექტი მაღლდება ფულით.
პროვინციული აზროვნება ღუპავს პროგრესს.
მედეა შუბლაძე
18 სექტემბერი 2019 09:16
ბატონო ჯემალ, ღირსეული პიროვნება ბრძანდებით, საქართველოს სახელი საამაყოდ გაგაქვთ ქვეყნის გარეთ და ნამდვილად დასაფასებელია მოვლენების თქვენეული აღქმა, მაგრამ მამუკა ხაზარაძეს უამრავი მევალე ჰყავს ქუჩაში გაშვებული, ყოველგვარი თანაგრძნობისა და გულისტკივილის გარეშე. ვალის შერჩენას არავინ თხოვდა---დროში გადანაწილებას ეაჯებოდნენ და რა გულსაკლავია, როცა ხედავ-- შენი წინაპრისაგან აშენებულ სახლში --უცხო ოჯახი უმცირესი ფასით რომ შესახლდება. ამ ფასის გადახდა 2 წელიწადში გაწერილი გრაფიკით ,თავადაც ადვილად შ ე გ ე ძ ლ ო, გული რომ გამოეჩინა ხაზარაძეს! ახლა უნდა ხმები აიღოს და კვლავ კისერზე მოგვაჯდეს? ხოლო ვანო ჩხარტიშვილმა ჩვენი მშობლებისაგან შემნახველ სალაროებში გადანახული დანაზოგი მ ი ი თ ვ ი ს ა. "ვისაა რომ ესარჩლებით"-ბატონო ჯემალ?
გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ.
18 სექტემბერი 2019 09:04
ბატონო ჯემალ! განურჩევლად თქვენს მიმართ სიმპატიებისა, რასაც თქვენი შემოქმედებიდან გამომდინარე, ნამდვილად იმსახურებთ, მინდა პირდაპირ დაგისვათ კითხვა. რამდენი რამ გაკეთდა, ბოლო პერიოდში საქართველოში "ხალხის საკეთილდღეოდ". ჩამოთვლას არ დავიწყებთ. როგორც გვპირდებოდნენ, მარტო ტურიზმი შეინახავდა ქვეყანას. მე დარწმუნებული ვარ, რომ აშენდება პორტი, სამუდამოდ გადავიკიდებთ რუსეთს და ხალხს ერთეულების გარდა მაინც არაფერი ეშველება. შესანიშნავად გესმით, რომ რუსებმა თუ საბოლოოდ ამოგვიღეს გულიდან, მათ ვერასოდეს დაუბრუნდებით, ამერიკა კი 30 წელია, მხოლოდ ერთეულების საკეთილდღეოდ, მარტო კატა-თაგვობანას გვეთამაშება. საქართველომ, 30 წლის განმავლობაში აჩვენა, რომ ჩვენ შეუმდგარი და უპატრონო ერი ვართ, თავში ჩამკაკუნებლის გარეშე არ ვარგივართ. ეხლა აცხადებენ, ავტობანი რომ გაიხსნება, ფასიანი უნდა იყვესო. კი ბატონო, იყოს ფასიანი, ოღონდ საქართველოს მოქალაქისთვის ფასიანი როგორ უნდა იყოს. თუ დაკვირვებულან რას მოუტანს ეს ქვეყანას. ნუთუ თქვენ მხცოვანი ადამიანი, ამას ყველაფერს ვერ ხედავთ და ხვდებით.
poliqronion
17 სექტემბერი 2019 17:05
პოლიქრონიოოოონ, პოლიქრონიოოონ, პოლიქრონიოოონ!!!
n
17 სექტემბერი 2019 16:54
თავის ჭკუაში არც მწვადს წვავს და არც შAმფურს ეს ჭკუასუსტი
zura
17 სექტემბერი 2019 15:52
ძუკუმ თავის ბოსტანში იცის რას აკეთებს და არავის საქმე არარი ეგ, მაგრამ სახელმწიფოში არარი მხოლოდ ძუკუს საქმე...
ბებია ეპრაქსინე
17 სექტემბერი 2019 14:49
არ იდარდო კითხვის კაცო, გამოდი მაგ სამი კითხვის ნიშნიდან და უცილებლად შენ დაგეკითხებიან. დიდ სიბრძნე მოჩანს შენს უკან და არ უნდა გაგეპაროს.
guga
17 სექტემბერი 2019 14:13
ხელფასები დაურიგე ნორმალურად წუწურაქო

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?