რა ზიანი მიადგა ძლიერი სეტყვისა და წვიმის გამო კახეთს? - კვირის პალიტრა

რა ზიანი მიადგა ძლიერი სეტყვისა და წვიმის გამო კახეთს?

უამინდობამ კახეთში პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა, სეტყვამ და წვიმამ გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები დააზარალა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სოფელ ვილისციხეში ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი,ასევე დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და მოსახლეობის ნაწილს შუქი არ მიეწოდება.

არჩილ ხანდამაშვილისვე თქმით, დაისეტყვა სოფელი ვაზისუბანი,თუმცა ზარალის შესახებ ამ ეტაპზე ზუსტი მონაცემი უცნობია.

რაც შეეხება ყვარლის მუნიციპალიტეტს, ქარის შედეგად მოტეხილი ხე სოფელ სანავარდოს საბავშვო ბაღის ჭიშკარს დაეცა და დააზიანა.

სტიქიის ზონაში შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსი"