რუსთავში 19 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა
18-09-2019
რუსთავში 19 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგონა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ცხვირის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა ის ოპერაციის დაწყებამდე დაიღუპა.

ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ გულის გაჩერება ნარკოზმა გამოიწვია.

ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


"ინტერპრესნიუსი"




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?