"დიდი დოზა ნარკოზის ბრალია. ოპერაცია არ იყო დაწყებული, იქამდე გარდაიცვალა" - რას ამბობს რუსთავში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ბებია - კვირის პალიტრა

"დიდი დოზა ნარკოზის ბრალია. ოპერაცია არ იყო დაწყებული, იქამდე გარდაიცვალა" - რას ამბობს რუსთავში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ბებია

რუსთავში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ბებია ფლორა შენგელია აცხადებს, რომ მის შვილიშვილს, ცხვირის ოპერაციამდე ყველანაირი გამოკვლევა ჩატარებული ჰქონდა და სრულიად ჯანმრთელი იყო.

"ყველანაირი გამოკვლევა ჩატარებული ჰქონდა. ექიმს უთქვამს, რომ ასეთი ჯანმრთელი ადამიანი ჩემთან არ შემოსულაო. მერცხალი გოგო იყო. არანაირი გულის პრობლემა არ ჰქონდა", - განაცხადა ფლორა შენგელიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

რაც შეეხება ოჯახის წევრების ვარაუდს, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია 19 წლის გოგონას გარდაცვალება, ბებია ამბობს, რომ მიზეზი ნარკოზის დიდი ოდენობით გაკეთება იქნებოდა.

"დიდი დოზა ნარკოზის ბრალია. ოპერაცია არ იყო დაწყებული, იქამდე გარდაიცვალა", - განაცხადა ფლორა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში 19 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: "მე ვარ პასუხისმგებელი და..." - სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ შეწყალებებზე

"ინტერპრესნიუსი"