ვინ არის 19 წლის მორაგბე, რომელიც ვე­რეს ხე­ო­ბა­ში მომ­ხდარ ავარიას ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ვინ არის 19 წლის მორაგბე, რომელიც ვე­რეს ხე­ო­ბა­ში მომ­ხდარ ავარიას ემსხვერპლა

თბილისში, ვერეს ხეობაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მოცურდა და ბორდიულს შეეჯახა. ოთხივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

გარდაცვლილი ახალგაზრდა მორაგბე ბართლომე კალაძეა. იგი საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრების ყოფილი წევრი და რაგბის კლუბ "იუნკერების" მორაგბე იყო. ახალგაზრდას გარდაცვალების შესახებ სამძიმრის წერილი გამოქვეყნდა რაგბის კლუბი "აიას" "ფეისბუქის" გვერდზე:

"რაგბის კლუბი "აია" მწუხარებას გამოთქვამს რაგბის კლუბ კიკეთის "იუნკერების" მორაგბის ბართლომე კალაძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ბართლომეს ოჯახს და მის თანაგუნდელებს რაგბის კლუბ "იუნკერების" მორაგბეებს".

ambebi.ge