"2 წელი ფიზიკურად შეუძლოდ ვიყავი... ახლა მცხეთაში ვცხოვრობ" - რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი თათა ვარდანაშვილი - კვირის პალიტრა

"2 წელი ფიზიკურად შეუძლოდ ვიყავი... ახლა მცხეთაში ვცხოვრობ" - რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი თათა ვარდანაშვილი

2000-იან წლებში ქართველი დიზაინერის თათა ვარდანაშვილის გამოჩენამ ქართულ მოდის სამყაროში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც შეძლო, რომ საკუთარი დიზაინით შეკერილი ფეხსაცმელების წარმოებით გაეთქვა სახელი. ნიჭიერმა და მონდომებულმა ქალბატონმა 2009 წელს კომპანია "დემეტრე 96" დააფუძვნა, საგანმანათლებლო-სახელობო საქმიანობის უფლება მოიპოვა და კერძო ლიცენზირებული სასწავლებელი გახსნა - ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ტექნოლოგიებისა და კონსტრუირება-მოდელირების სპეციალობით. თუმცა მისი ბიზნესსაქმანობა მალევე საფრთხის ქვეშ დადგა. როგორც დიზაინერი განმარტავს, წინა ხელისუფლების დროს საწარმოს სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმპობა მოუწია, ახალი ხელისუფლების პირობებში კი დირექტორის თანამდებობაც დაატოვებინეს. რა გეგმები აქვს დიზაინერს და რა სიახლეებია მის ცხოვრებაში, ამის შესახებ თათა AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- რა ბედი ეწია პროფესიულ სასაწავლებელს, რომელიც თქვენ დააფუძნეთ?

- სამწუხაროდ, ამ წუთებში ჩემი ძველი სასწავლებლის რეაბილიტაციას ვერ ვახერხებ, რადგან ჯერ კიდევ სასამართლო მიმდინარეობს. როდესაც პროფესიული სასწავლო ცენტრი სახელმწიფოს გადავეცით, პირობა იყო დადებული, რომ სასწავლებელი მე დამრჩებოდა საკუთრებაში და წარმოება იქნებოდა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ეს იყო წინა ხელისფლების დროს. დღემდე სასამართლო იწელება... არც პროცესები ტარდება. ახლა ახალი სარჩელი გვაქვს შეტანილი, 30 სქეტემბერს პირველ სასამართლო პროცესს ველოდებით.

- რა მოთხოვნით მიმართეთ სასამართლოს?

- კომპანია "დემეტრე 96" სამეწარმეო საქმიანობას ვერ ახორციელებს, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი დაუგროვდა, რომელიც 2 მილიონ ლარს აღემატება, ანგარიშებს "ინკასო" ადევს... ზუსტად კომპანიის გადასარჩენად სასამართლოს ახალი სარჩელით მივმართე. მოვითხოვ, რომ დირექტორის თანამდებობაზე აღმადგინონ.

- რა მოლოდინი გაქვთ?

- ძალიან მინდა ვთხოვო მათ, ვისაც ჯეროვანი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, რომ შემხვდნენ და დამელაპარაკონ, რადგან ეს ყველაფერი ისევ და ისევ სახელმწიფოს ინტერესებში შედის... იმისათვის, რომ ქართული ჯარი საქართველოში იმოსებოდეს იხილეთ სრულად