ფოთში 79 წლის მასწავლებელმა საგნობრივ გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო
19-09-2019
ფოთში 79 წლის მასწავლებელმა საგნობრივ გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო
ფოთში, 79 წლის მასწავლებელმა, ნატრული ტაბიძემ, საპენიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთის სახელმწიფოს, მიერ შეთავაზებულ ჯილდოზე უარი განაცხადა და საგნობრივ გამოცდაზე უმაღლესი შეფასება - 10 ქულა მიიღო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის საკრებულოდან აცნობეს.

განათლების სამინისტროს ახალი რეფორმის მიხედით, თუ ღვაწლმოსილი პედაგოგი უარს იტყვის პროფესულ საქმიანობაზე, მას ორი წლის ჯამური ხელფასი ერთდროულად გადაეცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სტატუსის ასამაღლებლად, შესაბამისი გამოცდა უნდა გაიაროს.

როგორც საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნატრული ტაბიძე პედაგოგიურ მოღვაწეობას
1964 წლიდან ეწევა. ის ქიმიის მასწავლებელია. 37 წელია, ფოთის თეოფანე დავითაის სახელობის N1 საჯარო სკოლაში მუშაობს. მრავალი თაობის აღმზრდელი, დამსახურებული პედაგოგი არაერთი ჯილდოს და წოდების მფლობელია. ის დამწყებ პედაგოგებს ურჩევს მოსწავლეებთან ტაქტიანები, შემწყნარებლები და გულწრფელები იყნენ.

„მაქვს საოცნებო გეგმა – ლაბორატორიის ძველი ინვენტარის შეცვლა თანამედროვე
ლამაზი დიზაინის ინვენტარით, რაც უზრუნველყოფს ქიმიის ლაბორატორიაში არსებული სხვადასხვა სახის ასობით თვითნაკეთი და ქარხნული წარმოების ხელსაწყოების წარმოჩენას უფრო თვალსაჩინოდ და ესთეტიკურად. სკოლას ფინანსურად ამის შესაძლებლობა არა აქვს. ამიტომ, წლებია დავეძებ სპონსორს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. იმედს არ ვკარგავ, ალბათ, გამოჩნდება ვინმე ღვთისნიერი, ვინც ჩემს ოცნებას ფრთებს შეასხამს, - აღნიშნა ნატრული ტაბიძემ.
თინათინი
20 სექტემბერი 2019 10:48
ვულოცავ ქალბატონ ნატრულის,უფალმა გვიმრავლოს მისნაირი პედაგოგები.
ნინო
19 სექტემბერი 2019 11:30
ქალბატონი ნატრული ჯანმრთელობას გისურვებთ..
ფოთი და საქართველი უნდა ამაყობდეს თქვენით და თქვენი პედაგოგიური მოღვაწეობით.
ახალი თაობის აღსაზრდელად სამაგალითო ბრძანდებით.
სასიამოვნოა
19 სექტემბერი 2019 11:27
გილოცავთ ქალბატონო, ჯანმრთელობას და მოსწავლეების წარმატებებით გახარებას გისურვებთ.

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები