"წერილში ქალი წერდა, რომ საშუალება არ აქვს ბავშვის გაზრდის, რადგან..." - თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს - კვირის პალიტრა

"წერილში ქალი წერდა, რომ საშუალება არ აქვს ბავშვის გაზრდის, რადგან..." - თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გუშინ თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. შემთხვევა საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ახალშობილი ბიჭი, რომელიც კალათაში იყო მოთავსებული, სტუდენტმა იპოვა. ჩვილი დაახლოებით ერთ თვემდე ასაკისაა.

არსებული ინფორმაციით, კალათში საბავშვო საფენები და დედის წერილიც იდო, რომელშიც ქალი წერდა, რომ საშუალება არ აქვს ბავშვის გაზრდის, რადგან ოჯახმა და ნათესავებმა ზურგი აქციეს.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას.

უწყების ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.