ქარელთან ავარიის შედეგად დაშავებული პატრულის მდგომარეობა კვლავ მძიმეა - კვირის პალიტრა

ქარელთან ავარიის შედეგად დაშავებული პატრულის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ქარელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პატრულის თანამშრომლის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა. ის ამ დროისთვის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

დაშავებულს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს, რის გამოც მას გუშინვე ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ. ერთ-ერთი დაშავებული ვერტმფრენით ქარელიდან თბილისში გადმოიყვანეს.

გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის მანქანას ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი შეეჯახა.

"ინტერპრესნიუსი"