"რუსთავი 2" განახლებული ეთერით მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2" განახლებული ეთერით მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" განახლებული ეთერით და საინფორმაციო გამოშვება "კურიერით" მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს.

აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განუცხადა.

როგორც სალია აღნიშნავს, ამავე დღეს გავა ეთერში დილის გადაცემაც. ambebi.ge-ს ინფორმაციით, 21.00-საათიან "კურიერს" ნინო შუბლაძე და ირაკლი იმნაიშვილი წაიყვანენ.

ცნობისთვის, საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" ყოფილი წამყვანები, დიანა ჯოჯუა და მიხეილ სესიაშვილი მაყურებელს 20 აგვისტოს დაემშვიდობნენ. მას შემდეგ არხზე საინფორმაციო გამოშვება არ გასულა.

"ინტერპრესნიუსი"