"მისი დაკრძალვის დღეს დავდე პირობა, რომ..." - რატომ თქვა უარი ფულად ჯილდოზე 79 წლის მასწავლებელმა, რომელმაც გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო
"მისი დაკრძალვის დღეს დავდე პირობა, რომ..." - რატომ თქვა უარი ფულად ჯილდოზე 79 წლის მასწავლებელმა, რომელმაც გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო
ფოთის თეოფანე დავითაის სახელობის N1 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელმა, 79 წლის ნატრული ტაბიძემ მთელ საქართველოს გააცნო თავი. ღვაწლმოსილმა მასწავლებელმა, რომელიც პედაგოგიურ საქმიანობას 1964 წლიდან ეწევა, საპენიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ჯილდოზე უარი განაცხადა და 79 წლის ასაკში საგნობრივი გამოცდა უმაღლეს, 10 ქულაზე ჩააბაარა. თუ რატომ და რის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება ქალბატონმა ნატრულიმ და როგორი მეთოდებით ასწავლის ბავშვებს სკოლაში ქიმიას, ამის შესახებ mshoblebi.ge-ს თავად პასუხობს.

- ჩემი გადაწყვეტილება
უპირველესად განაპირობა, ჩემი სათაყვანებელი მასწავლებლის წინაშე დადებულმა ფიცმა. სიცოცხლის ბოლოს ქალბატონმა თინა ჭოჭუამ, რომელიც გახლდათ ქალაქ ფოთის ქიმიის უნუკალური ლაბორატორიის შემქნელი, მასწავლებელთა მასწავლებელი, უდიდესი პიროვნება, დამიბარა და მითხრა: "არ გაწირო და არ დატოვო ლაბორატორიაო, მაშინ უპასუხოდ დავტოვე მისი თხოვნა, არაფერი არ მითქვამს, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ,
დაკრძალვის დღეს დავდე პირობა, რომ ვიდრე ფეხზე ვდგავარ, არ გავწირავ და არ დავტოვებ ლაბორატორიას-თქო და ამ ფიცის ერთგულის ვარ დღემდე. იმ სკოლის ლაბორატორიაზე საუბარი, რომელშიც ახლა ვმუშაობ. ამიტომ არც დავყოვნებულვარ გამოცდაზე გავსულიყავი.

- როგორ შეხვდნენ კოლეგები თქვენს გადაწყვეტილებას?
- ქიმიკოსებიდან ჩემი ასაკის, პენსიონერი ალბათ არცერთი არ არის, სულ ახალგაზრდები არიან, ერთად ვმუშაობდით გამოცდებისთვის მთელი ქალაქის მასწავლებლები და ვიკრიბებოდით ჩვენთან სკოლაში, ვემზადებოდით გამოცდებისთვის, ჩემი გადაწყვეტილება სხვა მასწავლებლებისთვისაც სტიმული აღმოჩნდა.

- მოსწავლეები გგულშემატკივრობდნენ?
- როცა სკოლა დამთავრდა, მერე მივიღე გადაწყვეტილება, ზაფხულში ჩავაბარე გამოცდა. ამ ყველაფრის შესახებ ჩემმა მოსწავლეებმა მოგვიანებით გაიგეს. რა თქმა უნდა, ძალიან დადებითად შეხვდნენ ამ ფაქტს. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები