როგორი ამინდი იქნება საქართველოში 21-22 სექტემბერს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 21-22 სექტემბერს

22 სექტემბრამდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ასევე, შესაძლებელია იყოს სეტყვა, ხოლო ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

ამასთან, 22 სექტემბერს, ღამის საათებში მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია თოვლჭყაპი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.