ძლიერი ქარის შედეგად, თბილისში, ავტომობილი და ელექტროგანათების ბოძები დაზიანდა - კვირის პალიტრა

ძლიერი ქარის შედეგად, თბილისში, ავტომობილი და ელექტროგანათების ბოძები დაზიანდა

ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე ხე წააქცია და ელექტროგანათების ბოძები დააზიანა. ვარკეთილში დაზიანებულია ავტომობილიც.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის თბილისში 4 გამოძახება იყო და ოთხივე მათგანზე დროული რეაგირება მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"