თბილისში GWP-ის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე, GWP-ის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცლხის გავრცელების საშიშროება არ არის. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.