"შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია"
"შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია"
"შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლის", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა. წირვის დასრულების შემდეგ, რომელსაც პატრიარქი სასულიერო პირებთან ერთად აღავლენდა, მან ტრადიციულად, მრევლს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება, მათ შორის არც ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.

"ყოველ მარიამს და მთელ საქართველოს ვულოცავთ მარიამის დაბადების დღეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადების
დღეს. ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის დიდებული დღე, და საქართველო, თქვენ იცით, წილხვედრია ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ დღევანდელ წირვას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი არჩილი და პარლამენტის წევრები. შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა. შეგეწიოთ ღვთისმშობელი
დედა, გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს", - განაცხადა პატრიარქმა.

მანვე აღნიშნა, რომ დღევანდელ დღეს ეკლესია განსაკუთრებით ლოცულობს კიბოთი დაავადებულებისთვის. ილია მეორემ დალოცა ამ სენით დაავადებული ყველა ადამიანი, განსაკუთებით ბავშვები და მოზარდები.

პატრიარქმა ასევე დააჯილდოვა ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდის წევრები და გადასცა სიგელები.

წირვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს მართლმადიდებლური სამყარო 21 სექტემბერს ზეიმობს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები