დოლიძის ქუჩაზე ორ მამაკაცს ხე დაეცა
21-09-2019
დოლიძის ქუჩაზე ორ მამაკაცს ხე დაეცა
ძლიერი ქარის გამო თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ორ მამაკაცს ხე დაეცა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ორივე მამაკაცს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, შემდეგ კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ისინი კლინიკაში გადაიყვანა.

დღეს, თბილისში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სულ 25 შეტყობინება შევიდა. აქედან, მხოლოდ ერთ შემთხვევას მოჰყვა მოქალაქეების დაშავება.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?