თბილისში ძლიერი ქარი ღამის განმავლობაშიც შენარჩუნდება - როგორი ამინდი იქნება საქართველოში 22 სექტემბერს - კვირის პალიტრა

თბილისში ძლიერი ქარი ღამის განმავლობაშიც შენარჩუნდება - როგორი ამინდი იქნება საქართველოში 22 სექტემბერს

თბილისში დღის განმავლობაში დაახლოებით 27 მ/წმ სიჩქარის ქარი შენარჩუნდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, თბილისში ქარი ღამის განმავლობაში გაძლიერდება, ხოლო 22 სექტემბრიდან შედარებით შესუსტდება. ტემპერატურას +22 გრადუსამდე იქნება. ასევე, თბილისში შესაძლებელია წვიმაც.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღის განმავლობაში ტემპერატურა დაბლობში +15+20 გრადუსია, მთაში +10+15, მაღალ მთაში კი +2+7. დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან - ძლიერი, მაღალმთაში კი მოსალოდნელია თოვლჭყაპი.

აღმოსავლეთ საქართველოში, ბარში ტემპერატურა ძირითადად +17+22 გრადუსია, ზოგან კი +27 გრადუსს აღწევს. მთაში +10+15 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში - +3+8 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, დღეს უშგულში მოთოვა.

"ინტერპრესნიუსი"