თბილისში ძლიერი ქარი ღამის განმავლობაშიც შენარჩუნდება - როგორი ამინდი იქნება საქართველოში 22 სექტემბერს
21-09-2019
თბილისში ძლიერი ქარი ღამის განმავლობაშიც შენარჩუნდება - როგორი ამინდი იქნება საქართველოში 22 სექტემბერს
თბილისში დღის განმავლობაში დაახლოებით 27 მ/წმ სიჩქარის ქარი შენარჩუნდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, თბილისში ქარი ღამის განმავლობაში გაძლიერდება, ხოლო 22 სექტემბრიდან შედარებით შესუსტდება. ტემპერატურას +22 გრადუსამდე იქნება. ასევე, თბილისში შესაძლებელია წვიმაც.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღის განმავლობაში ტემპერატურა დაბლობში +15+20 გრადუსია, მთაში +10+15, მაღალ მთაში კი +2+7. დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან - ძლიერი, მაღალმთაში კი მოსალოდნელია თოვლჭყაპი.

აღმოსავლეთ საქართველოში, ბარში ტემპერატურა ძირითადად
+17+22 გრადუსია, ზოგან კი +27 გრადუსს აღწევს. მთაში +10+15 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში - +3+8 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, დღეს უშგულში მოთოვა.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?