"ძალიან მენატრება საქართველო და ჩემი ვენახი..."- მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"ძალიან მენატრება საქართველო და ჩემი ვენახი..."- მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვიდეომიმართვის დროს განაცხდა, რომ მის ვენახში ყურძნის მოსაკრეფად 200 - მდე ახლგაზრდა ჩავიდა. პრეზიდენტი ყვარელში ცასულ ახალგაზრდებს ვიდეოზარით ესაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა რთველში მონაწილეობისთვის.

"მე ძალიან მენატრება საქართველო და ჩემი ვენახი და მიხარია რომ ახალგაზრდები არ აცივებენ ჩემს კერას. დღეს 200-მდე ახალაგზრდა ჩავიდა ყვარელში ჩემი ვენახის მოსაკრეფად. ახლა ჩემს ემოციებზე მეტად ისაა მნიშნელოვანი, რომ საქართველო საფრთხეშია და სწორედ ამაზე ვესაუბრე ახალგაზრდებს. დღეს მთავარ იმედს მათი აქტიურობა მაძლევს" - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. "იმედია კარგ დროს ატარებთ მანდ.  მინდა მოგიყვეთ, ეგ ვენახი როგორ შევიძინე. რუსეთმა რომ გამოგვიცხადა ემბარგო ღვინოზე, მოკლედ ღვინო გვქონდა გასასაღებელი და რა გვექნა არ ვიცოდით. ნაწილი ღვინოსი შევისყიდეთ და ტურისტებს ვურიგებდით აეროპორტებში. ამით ტურისტების რაოდენობა გაორმაგდა საქართველოში, მეორე ნაწილით ჭაჭის შადრევანი გავაკეთეთ და რიგი იდგა ხალხის უფასოდ, რომ აეღოთ ჭაჭა შადრევნიდან. მერე მეც შევიძინე ვენახი, რომ რაღაცნაირად უცხოელები ჩამოგვეყვანა და რეკლამა გაგვეკეთებინა ქართული ღვინისთვის. პირველი ნაკვეთი რომ ვიყიდე იყო ნახევარი ჰექტარი. თუ არ ვცდები, 7 თუ 8 000 დოლარი დაჯდა. მერე გზები დავაგეთ, კანალიზაცია გავაკეთეთ, შენობები გაშენდა გარშემო და მოკლედ, მეც ძალიან მომეწონა მანდ სიარული. ერთი წლის შემდეგ მივედით მიწის მეპატრონეებთან და ვუთხარით, კიდევ ნახევარი ჰექტარის ყიდვა გვინდოდა. გვითხრეს 30 000 დოლარი ღირსო. ჩვენ ვუთხარით, ერთი წლის 6-7 000 დოლარი ღირდა და ასე როგორ გაძვირდაო... პრეზიდენტობის ვადას რომ ვასრულებდი ვიფიქრე, ისეთი კარგია აქაურობა, პატრა შატოს ავაშენებ-მეთქი. ვენახის შეძენის ისტორიის გახსენების შემდეგ მიხეილ სააკშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეეხო.

"ტელევიზორში გვაჩვენებენ, რომ ვიღაცამ ვიღაცას შეაგინა, ვიღაცამ, ვიღაცას დაარტყა, ვიღაცმ ვიღაცას უკბინა, მაგრმა, მგონი, გვეკარგება მთავარი არსი. ახლა ადგილი აქვს ძალიან დიდ შეთქმულებას, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს, რუსეთი ხელმძღვანელობასთან საქართველოს ნეტრალური სტატუსის თაობაზე, უნდათ გამოცახდონ, რომ საქართველო არასდროს შეუერთდება ნატოს", - ამბობს ვიდეომიმართვაში მიხელ სააკაშვილი.