თუშეთის გზაზე ხევში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

თუშეთის გზაზე ხევში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

თუშეთის გზაზე ხევში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს 22-ე კმ-ზე მოხდა.

დაღუპული ველოსიპედისტთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრია.

ამ წუთებში ადგილზე გარდაცვლილის ხევიდან ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 281-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"