სამგორში, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამარშუტი ტაქსი შეეჯახნენ - კვირის პალიტრა

სამგორში, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამარშუტი ტაქსი შეეჯახნენ

სამგორში, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამარშუტი ტაქსი შეეჯახნენ, რის შედეგადაც სამარშრუტო ტაქსის მგზავრი გოგონა მსუბუქად დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუს“ შსს-ში განუცხადეს, დაშავებული გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მათივე ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოწვია.

"ინტერპრესნიუსი"