"რუსეთი საქართველო არ არის და არც საქართველოა რუსეთი" - რა გააპროტესტეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთელმა და ნაკრების კაპიტანმა? - კვირის პალიტრა

"რუსეთი საქართველო არ არის და არც საქართველოა რუსეთი" - რა გააპროტესტეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთელმა და ნაკრების კაპიტანმა?

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთელმა მილტონ ჰეიგმა და ნაკრების კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ ურუგვაისთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენცია გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ მატჩის ორგანიზატორებმა რუსული სიმღერა ჩართეს.

საუბარია ვალერი მელაძის სიმღერაზე "Чего ты хочешь от меня?", რომელიც იაპონელებმა, სავარაუდოდ, გვარის გამო, ქართველ შემსრულებლად მიიჩნიეს, ენობრივი სხვაობისთვის კი ყურადღება საერთოდ არ მიუქცევიათ.

"მინდა შევეხო მატჩის შემდეგ გაშვებულ მუსიკას. ეს რუსული სიმღერა იყო, ქართველი მომღერლის მიერ შესრულებული, თუმცა რუსული სიმღერა. კიდევ ერთხელ გვინდა ნათელი მოვფინოთ ამ საკითხს: რუსეთი საქართველო არ არის და არც საქართველოა რუსეთი. ჩვენ განსხვავებული ენა გვაქვს, განსხვავებული კულტურა, ყველაფერი განსხვავებული. ამიტომ, კარგი იქნება თუ მსოფლიო რაგბი მსგავს საკითხებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს", - განაცხადა ჰეიგმა.

"ინტერპრესნიუსი"