ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება."ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო და შემოდგომაზე ჩუმად წასულიყო დიდი კომპოზიტორი ... ჩვენ კი დაგვიტოვა უკვდავი ჰანგები...", - წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე. (წყარო)უდიდესი ქართველი კომპოზიტორი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. გია ყანჩელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.