გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ - კვირის პალიტრა

გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

კომპოზიტორ გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, დიდუბის პანთეონში დაკრძალვა თავად კომპოზიტორის სურვილი იყო.

სამოქალაქო პანაშვიდები 3 და 4 ოქტომბერს ტოლსტონოგოვის ქ.N6-ში გაიმართება. 5 ოქტომბერს, 14:00 საათზე კი მას რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ და დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

84 წლის ასაკში კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა. გია ყანჩელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.

"ინტერპრესნიუსი"