"ჩემს ასაკში ჩვენს ქვეყანაში სიყვარულზე ლაპარაკი უხერხულად მიიჩნევა, საკუთარ თავს გარკვეულ აკრძალვებს ვუწესებ, მაგრამ..."
05-10-2019
"ჩემს ასაკში ჩვენს ქვეყანაში სიყვარულზე ლაპარაკი უხერხულად მიიჩნევა, საკუთარ თავს გარკვეულ აკრძალვებს ვუწესებ, მაგრამ..."
"ვნანობ, რომ დიდი დრო უაზროდ მაქვს გაფლანგული. როცა ახალგაზრდა ხარ, ამას ვერ გრძნობ"

"გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება ეს პასუხები შეიცვალოს, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ, ესეც ცხოვრებაა", - ამბობს მომღერალი ნუკრი კაპანაძე. ახლა მის ცხოვრებაში აქტიური შემოქმედებითი პერიოდია. მუშაობს ჯაზ-სექსტეტ The Quintessence-სთან ერთად. ამბობს, რომ კარგი კოლაბორაცია გამოვიდა და ორივე მხარისთვის ეს საინტერესო სიახლეა. მსმენელი კი მათ ერთობლივ ნამუშევარს თბილისობის დღესასწაულზე მოისმენს. იგეგმება ალბომის გამოცემაც.

რას უფრთხილდება ყველაზე მეტად მომღერალი, რას
არ გააკეთებს არანაირი თანხის სანაცვლოდ, რის გამო იღებს საყვედურებს და რა ეზარება ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს, მისი დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...
- ...19 სექტემბერი (იღიმის).

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...გერმანული ენის მასწავლებელი, მაგრამ როცა პროფესიას ვირჩევდი, სხვა გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი გერმანულის მასწავლებელი
ძალიან მიყვარდა. საბჭოთა პერიოდში უცხო ენების ცოდნა პრიორიტეტული და მოთხოვნადი არ იყო. მაშინ პრესტიჟულად სხვა ფაკულტეტები მიიჩნეოდა. მერე ცხოვრება შეიცვალა და ახლა სხვა რეალობაა. სიმღერამ განაპირობა ის, რომ ქიმიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩემი ნამღერი "გეპეის" რექტორმა მოისმინა და მითხრა, რომ მის ინსტიტუტში უნდა მესწავლა. იქ საუკეთესო და საინტერესო მუსიკოსები გაიზარდნენ, შემოქმედებითი ცხოვრება ჩქეფდა. "გეპეიში" მომისმინეს კომპოზიტორებმა და ჩემთვის სიმღერები დაწერეს. ასე იქცა სიმღერა ჩემს პროფესიად, ძალიან მიყვარს და შრომა მსიამოვნებს.

- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს. ამ პროფესიაში საკუთარი თავი ვიპოვე.

- ჩემზე ამბობენ...
- ...ზოგი რას ამბობს და ზოგი - რას. მეუბნებიან, ცოტათი გიჟი ხარო, ეს სულაც არ მწყინს, ძალიან კარგია.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...სოლფეჯიოს ვისწავლიდი.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ჩემს პროფესიაში ძიებისა და აღმოჩენების დაუოკებელი სურვილი მაქვს. ამ თვისების გარეშე, ერთ ადგილზე იყინები. სიმღერაში საინტერესო აღმოჩენები გავაკეთე. ნებისმიერ პროფესიაში ასეა, მიღწეულით თუ დაკმაყოფილდი, დამთავრებულია შენი წინსვლა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...ემოციურად გაუწონასწორებელი ვარ, რაც პირველ რიგში, მე მაზარალებს. წლების მატებასთან ერთად, მეტად მგრძნობიარე, ფეთქებადი და ნაკლებად მომთმენი გავხდი. ხანდახან სიმშვიდეს ისეთ დროს ვინარჩუნებ, თავადაც მიკვირს. საკუთარი თავი მაკვირვებს ხოლმე.

- ჩემი პირველი წარმატება...
- ...არც მახსოვს. ადრეულ ასაკში იყო პირველი აპლოდისმენტები, დარბაზიდან წამოსული ემოციის მუხტი - მაშინ ამას სათანადოდ ვერ ვაცნობიერებდი. თითქოს მეკუთვნოდა და ვიღებდი. სინამდვილეში, არავის არაფერი ეკუთვნის. ეს ყველაფერი რომ მიიღო, ძალიან ბევრი უნდა იშრომო.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...ჩემს ცხოვრებას, - ძალიან რთულსა და საინტერესოს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ვიყო საინტერესო ჩემს პროფესიაში.

- მეშინია...
- ...დროის, რომელიც სადღაც მიმაქანებს, თან - ჩქარა. მეშინია სარკეში ჩახედვის. მიზიდულობის ძალას შეუძლია დაანგრიოს შენი სხეულის ფორმები და სადღაც მიწისკენ წაიღოს. უყურებ საკუთარ თავს და აბსოლუტურად სხვა ხარ. ხიბლიც აქვს ნაოჭებს, მაგრამ ჯერ არ მინდა. მიმაჩნია, რომ ჯერ ბევრი მაქვს სათქმელი და გასაკეთებელი, ბევრი რამ უნდა მოვასწრო. პლასტიკურ ოპერაციებზე არ ვგიჟდები. არ მომწონს "ხელოვნური თოჯინები". დრო კი ძალიან ჩქარა გადის.

- ბოლოს ვიტირე...
- ...გუშინ, ბევრი ვიტირე. საერთოდ ხშირად ვტირი.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...უტიფრობას. ამ დროს ჩუმად ყოფნა არ შემიძლია, უნდა გადავიწვა, ბოლომდე უნდა დავიცალო, რომ იმ ენერგიისგან გავთავისუფლდე.

- ვნანობ, რომ...
- ...დიდი დრო უაზროდ მაქვს გაფლანგული. როცა ახალგაზრდა ხარ, ამას ვერ გრძნობ. 5-6 წელია, როცა არაფერს ვაკეთებ, ყოველ წუთს მძაფრად განვიცდი.

- მე ვარ შეუმდგარი...
- ...ქიმიკოსი.

- სიყვარული ეს...
- ...არის ბედნიერება და უბედურება ერთად.

- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...მეორედაც შემიყვარდა.

- ახლა შეყვარებული...
- ...არ ვარ. ამ თემაზე ლაპარაკი ცოტათი მერიდება. ეს კიდევ ცალკე თემაა, ჩემს ასაკში ჩვენს ქვეყანაში სიყვარულზე ლაპარაკი უხერხულად მიიჩნევა, როცა უცხოეთში საამისოდ მზაობა ყოველთვის არის. იქ ადამიანი ყოველთვის ღიაა სიყვარულის მისაღებად. არ ვარ თავისუფალი ადამიანი, როგორც მინდა ისე რომ ვცხოვრობდე. ბევრი რამის მერიდება, საკუთარ თავს გარკვეულ აკრძალვებს ვუწესებ, მაგრამ სიგიჟისთვის ყოველთვის მზად ვარ.

- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...ჯიუტი და ეგოისტი ხარო.
- ჩვევად მაქვს, სცენაზე ყოველი გასვლის წინ... გაგრძელება

ruska
07 ოქტომბერი 2019 14:09
ეს გოგო ჩემი საყვარელი მომღერალია. თუ ვინმეს შეიძლება დღეს ვუწოდოთ მომღერალი, ეს ნუკრი კაპანაძეა!!!
ერთხელ მეც შემხვდა კაფეში, თავი ვერ შევიკავე და ჩემი ემოციები გადმოვაფრქვიე. ისე თავმდაბლად მისმენდა, უხერხულობდა:))) მისი სიმღერების დისკი მაჩუქა:))
თაკო
07 ოქტომბერი 2019 10:31
დიდ ნიჭთან ერთად , კეთილი, მოყვარული, სითბოს და იმედის მომცემი!!! ბავშვებს განსაკუთრებით უყვარტ ის!!!!
თემური
05 ოქტომბერი 2019 16:59
ერთხელ დიდი ხნის წინ შემთხვევით შევხვდი ნუკრის ისეთი ლამაზი და მშვენიერი იყო სუნთქვა შემეკრა... გაცნობა და დაახლოება არ მიცდია . (შევცდი..) კარგია რომ ასეთი ადამიანები არსებობენ დედამიწაზე და ამშვენიერებენ მას... ადამიანების გულებში სასიამოვნო ლამაზ განცდებს ტოვებენ ....

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?