ილია მეორე გერმანიის პრეზიდენტს:"არ გაგიჭირდებათ, ოკუპაციის საკითხის ადგილიდან დაძვრა"
07-10-2019
ილია მეორე გერმანიის პრეზიდენტს:"არ გაგიჭირდებათ, ოკუპაციის საკითხის ადგილიდან დაძვრა"
თქვენ ისეთი გზა გაქვთ გამოვლილი დიპლომატიურ მუშაობაში, რომ არ გაგიჭირდებათ, ამისი [ოკუპაციის საკითხის] ადგილიდან დაძვრა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ქართველი ხალხი გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში დიდი იმედით უყურებს.

"პრობლემები ბევრია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. ყველაზე დიდი და მტკივნეული პრობლემა არის ტერიტორიული მთლიანობა, 20 პროცენტი მიტაცებულია უცხო ქვეყნის მიერ. რუსეთსაც მძიმე ტვირთად აქვს ეს
პრობლემა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გერმანიას აქვს იმდენი ძალა და ავტორიტეტი რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს. თქვენ ისეთი გზა გაქვთ გამოვლილი დიპლომატიურ მუშაობაში, რომ არ გაგიჭირდებათ ამისი ადგილიდან დაძვრა," - განაცხადა პატრიარქმა.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

div>
რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?