რობერტ სტურუა: "მინდა არგენტინაში მოვკვდე"
რობერტ სტურუა: "მინდა არგენტინაში მოვკვდე"
რუსულ გამოცემა  «Новая газета»--ში გამოქვეყნდა ინტერვიუ  ცნობილ ქართველ რეჟისორ რობერტ სტურუასთან, გთავაზობთ ნაწყვეტებს სტატიიდან:

"ვინ არის იგი დღეს - განთქმული რეჟისორი, დიდებით მოსილი, თუ თვითირონიით სავსე მოხეტიალე ყარიბი, რომელიც აზრის მუდმივ ძიებაშია? რობერტ სტურუა ორივეა. ყველანაირი დონის გამოცდილებით დაბრძენებული, იგი ისევ მზადაა საკუთარ თავს დასცინოს, მზადაა ძალადობის წინააღმდეგ აღსდგეს და ცხოვრებით გაიხაროს. მისთვის დრო ძველებურად მხოლოდ შესაძლებლობის რეალიზების საშუალებას წარმოადგენს. ბოლო წლებში რობერტ სტურუა სულ უფრო მეტად იხრება სცენური იგავ-არაკებისკენ,
ანატომის როლს კი მეზღაპრეზე ცვლის...
სტუმრობისას იგი სქელ და ლამაზ ალბომს მჩუქნის. მასზე წარწერაა - "რობიკო". წითელი ყდის მიღმა ფოტოსურათებზე მისი თითქმის ყველა სპექტაკლი წარმოდგენილი. ვეკითხები: "ეს შემოქმედების შეჯამებაა თუ...?" რობერტ რობერტოვიჩი ხელს იქნევს: "არა, რა შეჯამება...", - ასე იწყება ვრცელი ინტერვიუ ქართველ რეჟისორთან, რომელიც ჟურნალისტმა
მარინა ტოკარევამ ჩამოართვა.

ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა საქართველოსა და ქართული ინტელიგენციის მიმართ რობერტ სტურუას დამოკიდებულებას ეხება:

- როგორი გახდა საქართველო XXI საუკუნეში?
- ისეთი, როგორიც ყოველთვის იყო. გაერთიანება ვერ შეძლო. არ შემიძლია ავხსნა ქართველების ერთმანეთზე ასეთი უცნაური გაბოროტებისა და ჩვენს შიგნით არსებული მუდმივი აფორიაქების მიზეზები. ყველა პოლიტიკაზე ლაპარაკობს, მაგრამ როცა ჩაუკვირდები, დაინახავ, რომ საქმე ელემენტარულ კორუფციას შეეხება. ძალიან მალე მიხვდები, რომ სიტყვების ქვეშ ფული იმალება. გალაკტიონ ტაბიძეს აქვს საოცარი ლექსი - "წიწამურში რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა დათავდა დიდი", ანუ იქ მომხდარი გასროლით საქართველოს იმედები დასრულდა.

- მაგრამ სადაა სახელოვანი ქართველი ინტელიგენცია?
-  ჩუმად ზის, რადგან მას გენეტიკური ხსოვნა აქვს იმის შესახებ, რაც 1930-იან წლებში და მოგვიანებით დამართეს. და კიდევ იმიტომ, რომ დღევანდელი ნადუღის ქაფში მოტივტივე არსებები ისეთი თავხედები არიან, რომ არაფერს არ თაკილობენ, ყველაფერზე მიდიან. მათთან ბრძოლა შეუძლებელია. ანუ როგორც "დრაკონშია" - თითქოს კლავ, მაგრამ ის შენშია!

- არსებობს ისეთი სარეჟისორო მიდგომები, რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებთ?
- დიახ, რეჟისურაში მე ყველაზე ძალიან მომწონს ბრეხტისებური გაუცხოება. პრობლემების ძიება, რომლებსაც შევეჩვიეთ, უკვე ვეღარ ვამჩნევთ და ამ დროს თეატრი მათ ამოყრის, გვახსენებს და ამ დროს ხვდები, რომ სიყვარული, მაგალითად, სასიამოვნო რამ კი არ არის, არამედ შემზარავი ბრძოლაა - როგორც არგენტინულ ტანგოში. ტანგო ვალსივით სენტიმენტალური არ არის, მაგრამ მასში პოეზიაა, ფილოსოფია, ინსტინქტები, ვნება... მასში ცოტა ისიც არის - "მე შენ მიყვარხარ, მაგრამ დედა უფრო მიყვარს".

- და ეს მხოლოდ არგენტინულშია?
- დიახ! მე თვითონ ნატურით არგენტინელი ვარ, ვოცნებობ არგენტინაში მოვკვდე. მე იქ შვიდი სპექტაკლი დავდგი. ბუენოს-აირესის ქუჩებში მცნობენ, გაჰყვირიან - "რობერტო, რობერტო!". იქ ყოფნა ძალიან მსიამოვნებს.

- მაგრამ რატომ არგენტინაში?
- იქ ერთმანეთთანაა შეთავსებული სხვადასხვა ეროვნებების წარმომადგენლები - იტალიელები, ესპანელები, ებრაელები, გერმანელები, სლავები... არგენტინაში ადამიანთა განსაკუთრებული რასა ჩამოყალიბდა. სხვათა შორის, ყოფილი ფაშისტებიც ბევრია, რაც ძალიან იგრძნობა. მათ თავიანთი მძიმე გამოცდა გაიარეს და ახლა ძალიან განიცდიან, რომ მათ დღემდე ვერ აპატიეს ჩადენილი უბედურება. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ
...
11 ოქტომბერი 2019 14:21
ბატონო რობიკო საერთოდ არ უნდა მოკვდე
ნოდარი -s
11 ოქტომბერი 2019 11:37
წარმატება გშურთ თუ უბრალოდ, ბოღმა ხართ? რობიკო ისტორიას დარჩება - თქვენ რითი გაგიხსენებენ, საინტერესოა, ბოღმით და სიბოროტით???...
ბარსა
10 ოქტომბერი 2019 15:05
რუსეთში არა ბატონო რობიკო

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები