ქუთაისში 65 წლის ქალი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ქუთაისში 65 წლის ქალი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ქუთაისში უბედური შემთხვევა მოხდა. 65 წლის ქალი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა.

დაშავებული მძიმე დაზიანებებით იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"