"პოლიტიკოსმა ქალმა გამომწვევად არ უნდა ჩაიცვას. როცა საუბრობ, უნდა გისმინონ და არა - ამა თუ იმ დეტალს უყურონ შენს სხეულსა და ჩაცმულობაზე"
11-10-2019
"პოლიტიკოსმა ქალმა გამომწვევად არ უნდა ჩაიცვას. როცა საუბრობ, უნდა გისმინონ და არა - ამა თუ იმ დეტალს უყურონ შენს სხეულსა და ჩაცმულობაზე"
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე პარტიის გეგმებზე, სამართლიანობა-უსამართლობის განცდაზე, "ოცნების" "კრახით შეხვედრილ" 7 წელსა და პირად თემებზე გვიყვება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა ნიმუშია იმისა, თუ როგორ არ უნდა დაგეგმო და წარმართო მოლაპარაკება. ჩვენი ხელისუფლება, შეშინებული ბოკერიასა და "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, არიქა და პრორუსი არ დაგვერქვასო, ერთი მხრივ, ხედავს იმის აუცილებლობას, რომ წინასაარჩევნო წელია და რუსეთთან გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას, რადგან ბევრი ადამიანი
ელოდება ამას და მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკა ძალიან ზარალდება ფრენების შეწყვეტის გამო. ხელისუფლება, რომელიც გარკვეულწილად, კუთხეშია მიმწყვდეული, დიალოგის გამართვის აუცილებლობას კი ხედავს, მაგრამ იმდენად შეშინებულები და არაკომპეტენტურები არიან, იმის თქმისაც შეეშინდათ, რომ ლავროვთან შეხვედრა მათი ინიციატივა იყო..."

"როცა მეტი დრო მაქვს, ვფიქრობ, ვარ კარგი დედა,
მეუღლე, შვილი, დიასახლისი, რადგან, წესრიგი მიყვარს და რაც უნდა დაღლილი ვიყო, თუ სადმე რამე ზედმეტი ნივთი შემხვდება, აუცილებლად თავის ადგილს მივუჩენ. თუმცა, დედა იმდენად მოწესრიგებულია, რომ ასეთი რამ იშვიათად ხდება. საერთოდ, სახლი, ოჯახთან ყოფნა მიყვარს, ალბათ იმიტომ, რომ სულ გასული ვიყავი და შინ ყოფნა მენატრებოდა..."

"შვილებმა ფანტასტიკური საჩუქარი მომართვეს - დიდი თეთრი დათვი წევს და ერთი ბელი ზურგზე ჰყავს შებობღებული, მეორე - გვერდზეა მიხუტებული. ეს ისეთი სიმბოლური და ძვირფასი საჩუქარი იყო ჩემთვის, რომ სუნთქვა შემეკრა..."
"არ მახსოვს დედა მანიკიურისა და დავარცხნილი თმის გარეშე, კოსმეტიკას, ფაქტობრივად, არ იყენებს, ჩემგან განსხვავებით. არ სჭირდება, ყოველთვის იმდენად ლამაზი იყო. ახლა დედა 84 წლის არის და იგივე შემიძლია გითხრათ - მოუწესრიგებელი არ მინახავს. ალბათ, ეს ტრადიციაა ჩემს ოჯახში და მეც ვცდილობ, ამას მივყვე, ოღონდ, ზედმეტი, თვალში საცემი ელემენტების გარეშე..."

"პოლიტიკოსმა ქალმა გამომწვევად არ უნდა ჩაიცვას. როცა საუბრობ, უნდა გისმინონ და არა - ამა თუ იმ დეტალს უყურონ შენს სხეულსა და ჩაცმულობაზე.
მოწესრიგებულობას, თავის მოვლას ნამდვილად სჭირდება დრო და ამას ძილის ხარჯზე ვაკეთებ. არ მიყვარს დიდხანს ძილი, ამაზე დროის დაკარგვა მენანება..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 10 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

თამთა დადეშელი

me
11 ოქტომბერი 2019 13:01
ეხლანდელ დემოკრატ საქართველოში რო გამოაჩენ ის არის სამშობლოზე შეყვარებული ძაან აბა
naTia
11 ოქტომბერი 2019 11:45
ძალიან მიყვარხართ და პატივს გცემძთ .თავდაჭერილობისთვის, პატიოსნებისთვის, საინტერესო, გაცნობიერებული საუბრისთვის, მაგრამ ნაკლი თქვენც გაქვთ, ამას ახლა არ ვითტვი, ისე ქალი როდის ცდილობს გამომწვევად ჩაიცვას ქალბატონო ნინო იცით,? როცა უნდა მამაკაცი გააღიზიანოს და გამოიწვიოს, თქვენ ამაც არასდროს არ იკადრებთ, ისე უქნიათ სულ გაუხდიათ და ისე უვლიათ,ქაჯებთან რა საერთო გაქვთ, ღმერთმა გაგიმარჯოთ..კარგი ქალბატონი ბრძანდებით...
tngh
11 ოქტომბერი 2019 11:42
თუ ქ-ნი ნინო და "დემოკრატიული მოძრაობა" დაძლევს მათში გამეფებულ, ხშირ შემთხვავეში უსაფუძვლო "ბიძინაფობიას", არჩევნებში სერიოზული შედეგი ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბარიერის მიჯნაზე იქნება...

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები