"მივესალმებით პრემიერის ასეთ აქტიურად ჩართვას პროცესში" - რა აცახდებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯზე
"მივესალმებით პრემიერის ასეთ აქტიურად ჩართვას პროცესში" - რა აცახდებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯზე
"ველოდებით, რომ სტატუს კვო სრულად აღდგება და ეკლესიის მსახურები მრევლთან ერთად შეძლებენ ასვლას ჩვენს წმინდა სალოცავში, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მან ისაუბრა აზერბაიჯანული მხარის მიერ ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიების გახსნაზე და აღნიშნა, რომ პროცესი უნდა გაგრძელდეს.

"ყველაზე მთავარი არის ის, რომ შემდგომი ნაბიჯებიც ასეთივე პრინციპულობით უნდა გადაიდგას. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს ურთიერთპატივისცემითა და კეთილმეზობლური განწყობების
ფონზე, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვოს და ისტორიულ სამართლიანობას არ უნდა მიადგეს ჩრდილი. ველოდებით, რომ სტატუს კვო სრულად აღდგება და ეკლესიის მსახურები მრევლთან ერთად შეძლებენ ასვლას ჩვენს წმინდა სალოცავში. რა თქმა უნდა, ტურისტებიც, - ეს იქნება სტატუს კვოს აღდგენა", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ საპატრიარქო
მიესალმება როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მხრიდან აქტიურ ჩართულობას, ასევე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პოზიციასაც.

"მივესალმებით პრემიერის ასეთ აქტიურად ჩართვას ამ პროცესში, ასევე მივესალმებით აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის კეთილმეზობლურ განწყობას და პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებულ პოზიციას. ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ახალი კომისიის წევრების პრინციპული და პროფესიონალური დამოკიდებულება საკითხისადმი, განსხვავებით ძველი კომისიისგან და ველით, რომ ეს ახალი კომისია შეძლებს, სრულყოფილად წარმოაჩინოს სიმართლე. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მიიღო ამაში მონაწილეობა", - განაცხადა დეკანოზმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები