როგორი ამინდი იქნება საქართველოში 12-13 ოქტომბერს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 12-13 ოქტომბერს

ხვალ, 12 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +18-23 გრადუსამდე დაიკლებს.

13 ოქტომბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს. ნალექი შეწყდება. ამასთან, ღამის საათებში ტემპერატურა დაიკლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობითვე, 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე ისევ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში 12 ოქტომბერს შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა დაფიქსირდეს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 13 ოქტომბერს დღისით ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა 12-14 ოქტომბერს +22-24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 15-17 ოქტომბერს ჰაერი +25-27 გრადუსამდე დათბება.