"შიგნით ვილაპარაკებთ" - რას ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე პეტრესთან დაპირისპირებაზე - კვირის პალიტრა

"შიგნით ვილაპარაკებთ" - რას ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე პეტრესთან დაპირისპირებაზე

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრესთან დაპირისპირებას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მისთვის "არაკაცი" არ უწოდებია.

აღნიშნულ საკითხზე ჯაღმაიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" ეთერში, გადაცემა "შუადღის სტუდიაში" ისაუბრა და როგორც აღნიშნა, "მსგავსი სიტყვები მის ლექსიკაში არ არის".

"არ მინდა სასულიერო პირებს შორის ურთიერთობა ასე საჯაროდ გამოვიტანო. ალბათ, შიგნით ვილაპარაკებთ. ერთს ვიტყვი, რომ ჩემს ლექსიკაში ასეთი სიტყვები არ არის, მე ეს არ მითქვამს, არის უბრალოდ ინტერპრეტაცია გამძაფრების მიზნით. უსიამოვნება, რა თქმა უნდა იყო, ამას ვაღიარებ, თუმცა რა საკითხზე, არ მინდა ამაზე საუბარი," - განაცხადა საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ გარცელებული ინფორმაციით, ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა. შემთხვევა შაბათს, ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლის დედის დაკრძალვაზე მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"