ქუთაისში, სკოლის მეორე სართულიდან მოსწავლე გადახტა - კვირის პალიტრა

ქუთაისში, სკოლის მეორე სართულიდან მოსწავლე გადახტა

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მეორე სართულიდან მოსწავლე ფანჯრიდან გადახტა. შედეგად, მოზარდმა ფეხი დაიზიანა. ის სასწრაფო სამედიცინო ჯფუფმა ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"