Lenta.ru-ს ცნო­ბით, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა განახლდა
Lenta.ru-ს ცნო­ბით, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა განახლდა
ავი­ა­კომ­პა­ნია "სი­ბი­რი" მოს­კო­ვი­დან ქუ­თა­ის­ში იფ­რენს - Lenta.ru-ს ცნო­ბით, ინ­ფორ­მა­ცია აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში, რო­მე­ლიც „რო­სა­ვი­ა­ცი­ის“ ვებგ­ვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

ბრძა­ნე­ბის მი­ხედ­ვით, კვი­რა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 7 რე­ი­სი შეს­რულ­დე­ბა. მოს­კო­ვი­დან ქუ­თა­ი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით ავი­ა­კომ­პა­ნია „გლო­ბუ­სიც“ იფ­რენს.

"ტე­ლეგ­რა­მის“ არხი Tbilisi_life ავი­ა­კომ­პა­ნია „სი­ბი­რის“ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ზე დაყრნო­ბით წერს, რომ ინ­ფორ­მა­ცია და­გეგ­მი­ლი რე­ი­სე­ბის შე­სა­ხებ, ჯერ-ჯე­რო­ბით, არ არ­სე­ბობს.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის ავი­ა­მი­მოს­ვლა 8 ივ­ლი­სი­დან შე­წყდა. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა 22 ივ­ნისს ხელი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვით, 8 ივ­ლი­სი­დან რუ­სულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბი
აეკ­რძა­ლათ.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს, რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მათი რე­ი­სე­ბიც 8 ივ­ლი­სი­დან შე­ჩერ­და. ამის მი­ზე­ზი რუ­სე­თის ტრან­სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. რო­გორც რუ­სე­თის ტრან­სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ამის მი­ზე­ზია სა­თა­ნა­დო სა­ა­ვი­ა­ციო უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და ასე­ვე ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა.


ambebi.ge
ანუ
16 ოქტომბერი 2019 21:37
ბიძინამ გეისწორა მისი/ რამდენიმე მილიონი მოიგო ამ საქმიდან. ხალხი????????????????????????
manana
16 ოქტომბერი 2019 20:17
ბრავო

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა