ინგა გრი­გო­ლია ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის" დი­რექ­ტო­რი გახ­და? - რას წერს არხის მფლობელი? - კვირის პალიტრა

ინგა გრი­გო­ლია ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის" დი­რექ­ტო­რი გახ­და? - რას წერს არხის მფლობელი?

ინგა გრიგოლია ტელეკომპანია "პირველის" დირექტორი გახდა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" არხის მფლობელი, ვატო წერეთელი წერს.

"დღეიდან ტელეკომპანია "პირველს" ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე, რომელსაც სათავეში ახალი დირექტორი ჩაუდგება, დიდი გეგმებით და მთელი გუნდის ერთიანი ძალისხმევით.

ინგა "პირველზე" იმ დროს მოვიდა, როცა აქ პირველი აგური იდებოდა და ჩვენი ტელევიზიის ყველა თანამშრომელთან ერთად, მთელი ენერგია ჩადო ჩვენი ტელევიზიის განვითარებაში.

უკვე დღეიდან "რეაქციასთან" ერთად ის მთელი არხის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესს ჩაუდგება სათავეში. მჯერა, ეს ახალი ეტაპი კიდევ უფრო წარმატებული გამოგვივა. ინგა გრიგოლია, წარმატებებს გისურვებ!" - წერს წერეთელი.

ვატო წერეთლის პოსტს, სოციალურ ქსელკსივე გამოეხმაურა ინგა გრიგოლია და მას მადლობა გადაუხად ნდობისთვის.

"მადლობა ვატო წერეთელს ამ ნდობისთვის და მადლობა ტვ"პირველის" მთელ გუნდს! ბევრი მადლობა! ესაა ჩემი ცხოვრების ახალი და ყველაზე საპასუხისმგებლო გამოწვევა,თან ყველაზე აზარტული გამოწვევა. აი ისეთი, ახალ სიცოცხლეს რომ გაძლევს, ახალ სუნთქვას რომ გიხსნის, როცა სამსახურიდან გამოგდებულმა ტვ "პირველს" შევაფარე თავი და ყველამ ერთად ნულიდან დავიწყეთ ახალი ტელევიზიის კეთება , მაშინვე ვიცოდი, რომ გამოგვივიდოდა, ყველა იმ ადამიანის დაუღალავი შრომით, ვინც ტვ"პირველი " დაიწყო, ოპერატორებიან, მემონტაჟეებიან,მძღოლებიან, ტექპერსონალიან, ჟურალისტებიან, პროდუსერებიან, მენეჯერებიანად. დღეს ამაყად ვამბობ, რომ გამოგვივიდა, ეხლა გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე და უკვე ახალი პოზიციიდან ვერთვები ამ რებრენდინგში. ვისაც ტელევიზია თავდავიწყებით გიყვართ და ვისაც გაქვთ განუსაზღვრელი თავისუფლების არხზე მუშაობის სურვილი, გამომეხმაურეთ.არხის დირექტორობას ვიწყებ ვაკანსიების ღიად გამოცხადებით. ვიწყებთ ახალ გამოწვევებთან ჭიდილს. ვეძებთ ტელევიზიაზე გაგიჟებით შეყვარებულ ადამიანებს, ვისთვისაც თავისუფლებაა ყველაზე გემრიელი და ყველაზე მთავარი ამ პროფესიაში .ვემზადებით უფრო დიდი მასშტაბებისთვის ,შესაბამისად ,გადავწყვიტეთ გავაფართოვოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი გუნდი.ჩვენი სათქმელი იგივეა და უცვლელი-ვმუშაობთ გავლენების მიღმა, მოვლენების შუაგულში, აგერ ვართ და ვისაც სურვილი და ამბიცია გექნებათ, გამოგვყევით ახალი სიმაღლეების დაპყრობაში. დღეიდან 24 საათში 25 საათი ვიწყებ მუშაობას", - წერს ინგა გრიგოლია.