"არა­ვინ ელო­და ჩემს გა­დარ­ჩე­ნას, 100 ასე­თი შემ­თხვე­ვი­დან ერთი ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და" - რას ჰყვება 75 წლის ქალბატონი, რომელმაც "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცის
"არა­ვინ ელო­და ჩემს გა­დარ­ჩე­ნას, 100 ასე­თი შემ­თხვე­ვი­დან ერთი ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და" - რას ჰყვება 75 წლის ქალბატონი, რომელმაც "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცის
ტყი­ბუ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ ორ­პირ­ში მცხოვ­რე­ბი 75 წლის ანრო ცი­რე­კი­ძე ცო­ცხა­ლი ლე­გენ­დაა, რო­მელ­საც "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ზე­პი­რად მო­ყო­ლა შე­უძ­ლია. მას ამის­თვის 6 სა­ა­თი, 5 წუთი და 12 წამი სჭირ­დე­ბა.

გერ­მა­ნუ­ლი ენის ფი­ლო­ლო­გი "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ზე­პი­რად მცოდ­ნე­თა კონ­კურ­სის 6-გზის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. რო­დის და რა­ტომ გა­და­წყვი­ტა პო­ე­მის და­ზე­პი­რე­ბა, ამის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE ქალ­ბა­ტონ ან­როს და­უ­კავ­შირ­და:

- ამ ყვე­ლაფ­რის სა­ფუძ­ვე­ლი პო­ე­ზი­ის სიყ­ვა­რუ­ლია, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად მო­გიყ­ვე­ბით, რა, რო­გორ მოხ­და. 1966 წელს სა­კავ­ში­რო მას­შტა­ბით ჩა­ტარ­და რუს­თა­ვე­ლის 800 წლის იუ­ბი­ლე და ამ
სა­ი­უ­ბი­ლეო სამ­ზა­დის­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქა­ლა­ქო კო­მი­ტე­ტის ბი­უ­როს სხდო­მა­ზე, იუ­ბი­ლემ­დე ერთი წლით ადრე, ტყი­ბუ­ლის სა­ქა­ლა­ქო კო­მი­ტე­ტის პირ­ველ­მა პირ­მა, ბა­ტონ­მა კარ­ლო ლო­მა­ძემ შე­მო­ი­ტა­ნა წი­ნა­და­დე­ბა, რომ სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ზე­პი­რათმცოდ­ნე­თა კონ­კურ­სი.

რა თქმა უნდა, ამ ინ­ცი­ტი­ა­ვას სკეპ­ტი­კო­სე­ბი გა­მო­უჩ­დნენ, მაგ­რამ ბა­ტონ­მა კარ­ლომ თა­ვი­სი მა­ინც გა­ი­ტა­ნა და მა­შინ­ვე და­ა­ვა­ლა
ტყი­ბუ­ლის გა­ზე­თის რე­დაქ­ტორს, და­ე­წყო პო­ე­მის ნა­წილ-ნა­წილ ბეჭდ­ვა და თან კონ­კურ­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა. ეს ყვე­ლა­ფე­რი გახ­და მო­ტი­ვა­ცია ჩემ­თვის, რომ პო­ე­მა მეს­წავ­ლა. კონ­კურ­სი რომ ჩა­ტარ­და გა­ვი­მარ­ჯვე, მა­შინ 22 წლის ვი­ყა­ვი, მე-4 კურ­სის სტუ­დენ­ტი.

- რამ­დენ ხან­ში მო­ა­ხერ­ხეთ პო­ე­მის ზე­პი­რად სწავ­ლა, ყო­ველ დღე კი­თხუ­ლობთ?

- 6 თვე­ში ვის­წავ­ლე. დღის განმვა­ლო­ბა­ში 8-9 სტროფს ვსწავ­ლობ­დი. ზო­გა­დად, კი­თხვა არის ჩემი ჰობი და და­ძი­ნე­ბამ­დე სულ ვკი­თხუ­ლობ. ყვე­ლა­ნა­ირ ლი­ტე­რა­ტუ­რას ვკი­თხუ­ლობ, მაგ­რამ უფრო რუს­თვე­ლო­ლო­გი­ას ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას. რო­დე­საც ფი­ზი­კუ­რად ვმუ­შა­ობ, რუს­თა­ვე­ლი სულ მეხ­მა­რე­ბა. ამას წი­ნათ მკი­თხეს, არ გა­ვი­წყდე­ბაო, თუ იმე­ო­რე­ბო? - ვუ­პა­სუ­ხე: ჭამა და სმა გა­ვი­წყდე­ბათ მეთ­ქი?!

რა­საც არ უნდა ვა­კე­თებ­დე ფი­ზი­კუ­რად, ბარ­ვა იქ­ნე­ბა, თოხ­ნა, თუ სხვა რამ, რუს­თა­ვე­ლი ყო­ველ­თვის ჩემ­თა­ნაა და მეხ­მა­რე­ბა, რომ დაღ­ლა არ ვიგ­რძნო. ყო­ველ სა­ღა­მოს ვკი­თხუ­ლობ...

- "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნი­დან" თქვე­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟი რო­მე­ლია?

- ვერ ვი­ტყვი მა­გას, მაგ­რამ (იცი­ნის) ჩემი მე­უღ­ლე მე­უბ­ნე­ბო­და, ნეს­ტა­ნი ხარო, ოღონდ ამა­ში სი­ლა­მა­ზეს არ გუ­ლის­ხმობ­და, ფი­ცხი ხარ მა­სა­ვი­თო, იძახ­და. სი­ლა­მა­ზით ნამ­დვი­ლად ვერ და­ვიკ­ვეხ­ნი. იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?