"არა­ვინ ელო­და ჩემს გა­დარ­ჩე­ნას, 100 ასე­თი შემ­თხვე­ვი­დან ერთი ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და" - რას ჰყვება 75 წლის ქალბატონი, რომელმაც "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცის - კვირის პალიტრა

"არა­ვინ ელო­და ჩემს გა­დარ­ჩე­ნას, 100 ასე­თი შემ­თხვე­ვი­დან ერთი ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და" - რას ჰყვება 75 წლის ქალბატონი, რომელმაც "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცის

ტყიბულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ორპირში მცხოვრები 75 წლის ანრო ცირეკიძე ცოცხალი ლეგენდაა, რომელსაც "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მოყოლა შეუძლია. მას ამისთვის 6 საათი, 5 წუთი და 12 წამი სჭირდება.

გერმანული ენის ფილოლოგი "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მცოდნეთა კონკურსის 6-გზის გამარჯვებულია. როდის და რატომ გადაწყვიტა პოემის დაზეპირება, ამის გასარკვევად AMBEBI.GE ქალბატონ ანროს დაუკავშირდა:

- ამ ყველაფრის საფუძველი პოეზიის სიყვარულია, მაგრამ კონკრეტულად მოგიყვებით, რა, როგორ მოხდა. 1966 წელს საკავშირო მასშტაბით ჩატარდა რუსთაველის 800 წლის იუბილე და ამ საიუბილეო სამზადისთან დაკავშირებით, საქალაქო კომიტეტის ბიუროს სხდომაზე, იუბილემდე ერთი წლით ადრე, ტყიბულის საქალაქო კომიტეტის პირველმა პირმა, ბატონმა კარლო ლომაძემ შემოიტანა წინადადება, რომ სხვა ღონისძიებებთან ერთად ჩატარებულიყო "ვეფხისტყაოსნის" ზეპირათმცოდნეთა კონკურსი.

რა თქმა უნდა, ამ ინციტიავას სკეპტიკოსები გამოუჩდნენ, მაგრამ ბატონმა კარლომ თავისი მაინც გაიტანა და მაშინვე დაავალა ტყიბულის გაზეთის რედაქტორს, დაეწყო პოემის ნაწილ-ნაწილ ბეჭდვა და თან კონკურსის შესახებ ინფორმაცია გამოექვეყნებინა. ეს ყველაფერი გახდა მოტივაცია ჩემთვის, რომ პოემა მესწავლა. კონკურსი რომ ჩატარდა გავიმარჯვე, მაშინ 22 წლის ვიყავი, მე-4 კურსის სტუდენტი.

- რამდენ ხანში მოახერხეთ პოემის ზეპირად სწავლა, ყოველ დღე კითხულობთ?

- 6 თვეში ვისწავლე. დღის განმვალობაში 8-9 სტროფს ვსწავლობდი. ზოგადად, კითხვა არის ჩემი ჰობი და დაძინებამდე სულ ვკითხულობ. ყველანაირ ლიტერატურას ვკითხულობ, მაგრამ უფრო რუსთველოლოგიას ვანიჭებ უპირატესობას. როდესაც ფიზიკურად ვმუშაობ, რუსთაველი სულ მეხმარება. ამას წინათ მკითხეს, არ გავიწყდებაო, თუ იმეორებო? - ვუპასუხე: ჭამა და სმა გავიწყდებათ მეთქი?!

რასაც არ უნდა ვაკეთებდე ფიზიკურად, ბარვა იქნება, თოხნა, თუ სხვა რამ, რუსთაველი ყოველთვის ჩემთანაა და მეხმარება, რომ დაღლა არ ვიგრძნო. ყოველ საღამოს ვკითხულობ...

- "ვეფხისტყაოსნიდან" თქვენი გამორჩეული პერსონაჟი რომელია?

- ვერ ვიტყვი მაგას, მაგრამ (იცინის) ჩემი მეუღლე მეუბნებოდა, ნესტანი ხარო, ოღონდ ამაში სილამაზეს არ გულისხმობდა, ფიცხი ხარ მასავითო, იძახდა. სილამაზით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი. იხილეთ სრულად