"რას ჰგავს!" - ეს სიტყვები მანადგურებს... თუმცა იძულებული ვარ, ამ ტკივილით ვიცხოვრო..."
"რას ჰგავს!" - ეს სიტყვები მანადგურებს... თუმცა იძულებული ვარ, ამ ტკივილით ვიცხოვრო..."
ამბავი, რომელსაც ნინო საღირაშვილი გვიამბობს, ჩვენთვის უცხო არ იქნება, რადგან ხშირად გვსმენია და ალბათ ყველა შევსწრებივართ ფაქტს, როცა სრულიად უცნობ ადამიანებს უნებურად თუ მიზანმიმართულად, გულს ვტკენთ... ამიტომ ვერავინ ვიტყვით, რომ ეს ჩვენ არ გვეხება...

3 წლის იყო, როცა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო. მერე იყო ბევრი ოპერაცია, პლასტიკური ქირურგიაც ჩაუტარდა, მაგრამ თვალისთვის შესამჩნევი ნაიარევები ისევ აქვს. ბევრს შრომობს, მაგრამ მორიგი ოპერაციისთვის ფულს ვერაფრით მოუყარა თავი. ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ სამყარო სასტიკია,
თვითონ გაუღიმოს ყველას და ყველაფერს, მაგრამ...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"სამი წლის ვიყავი. სახლში მე და ჩემი და ვიყავით, დედა სამსახურში იყო, მამა - ეზოში. როდესაც გავიღვიძე, იქვე ასანთი დავინახე, ავიღე და თამაში დავიწყე. თამაშისას ცეცხლი ჩემს ჩითის კაბას მოედო. ავტირდი. ტირილის
ხმაზე ჩემს დას გაეღვიძა და საშველად მამას დაუძახა, მაგრამ... ძალიან სწრაფად ცეცხლი მომედო მთელ ტანზე და მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. დამეწვა ყელი, კისერი, ხელი მთლიანად, იღლიები, ფეხები მუცელი..."

"გერმანიაში ჩამიტარდა სამი ოპერაცია: ხელზე, რომელსაც ვერ ვწევდი მაღლა; თითებზე, რომელსაც ვერ ვშლიდი და ფეხზე - რადგან მარჯვენა ფეხის გადადგმა მიჭირდა... ვერ გამოვყოფ, ყველაზე მეტად სხეულის რა ნაწილი იყო პრობლემური, ყველაფერი მაწუხებდა... მაგრამ ყველაზე რთული ის წუთები იყო, როცა ჩემზე ჩურჩულებდნენ..."

"13 წლისამ ყელზე გავიკეთე პლასტიკური ოპერაცია და მომეცა საშუალება, თავი მაღლა ამეწია - ეს ყველაზე ბედნიერი წუთები იყო ჩემთვის... მაგრამ ოპერაციის შემდეგ დამრჩა კიდევ ერთი იოლად შესამჩნევი დამწვრობის კვალი, რის გამოც ყურადღებას ვიქცევ. "რას ჰგავს!" - ეს სიტყვები მანადგურებს... თუმცა იძულებული ვარ, ამ ტკივილით ვიცხოვრო..."

"უკანასკნელ შემთხვევას მოგიყვებით, რომელმაც სისხლი გამიყინა ძარღვებში: ერთ-ერთ მაღაზიაში სალაროსთან ვმუშაობდი, როდესაც რიგითმა მომხმარებელმა სრულიად მოულოდნელად მითხრა: რას ჰგავხარ, არ მესმის შენნაირს სალაროსთან როგორ გამუშავებენო, მერე "დააზუსტა", რომ ჩემნაირი ადამიანი საერთოდ არ უნდა მუშაობდეს - ეს იყო ჩემთვის უდიდესი ტკივილი. ახლაც მიჭირს ამ თემაზე საუბარი. ჩემს გარეგნობაზე ისე ამახვილებენ ადამიანები ყურადღებას, თითქოს ამით მათ ვუშავებდი რამეს..."

"მე მაქვს პატარა შანსი... შანსი, რომელიც კიდევ ერთ ოპერაციასთანაა დაკავშირებული, მაგრამ საამისოდ თანხის მოგროვება ვერ მოვახერხე, ეს საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული... დაფინანსება ვეღარ მოვიპოვეთ, აღარავინ მომისმინა. სადაც დახმარება ვითხოვე, ყველამ უარით გამომისტუმრა... არადა, მე ხომ იმისთვის არ მინდა ეს პლასტიკური ოპერაცია, ფორმები შევისწორო მეტი სილამაზისთვის. უბრალოდ მსურს ქუჩაში უშიშრად გავიდე და ზურგს უკან აღარასდროს გავიგონო სიტყვები: "რა სჭირს?" "რას ჰგავს!.."

სტატიას სრულად წაიკითხავთ ჟურნალ "გზის" 17 ოქტომბრის ნომერში.

და აქვე გეტყვით იმასაც, რომ ძალიან გვინდა, ნინოს როგორმე დავეხმაროთ ოცნების ასრულებაში, რომ შეძლოს კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება, რომელიც მის ნაიარევებს მინიმუმამდე შეამცირებს. თუ დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ნინო საღირაშვილის სახელზე, საქართველოს ბანკში გახსნილ ანგარიშზე: GE75BG0000000222752200
წინასწარ გიხდით მადლობას!

ლიკა ქაჯაია

მკითხველის კომენტარი (22)
laqa
18 ოქტომბერი 2019 11:35
ლამაზიც ხარ და ძლიერიც.
moqalaqe
18 ოქტომბერი 2019 10:46
არ მიაქციო ყურადღება რას გვანან ისინი ვინც ამას გეუბნებიან ეგენი არიან ზუსტადაც ცოდოები თორემ, იცი რას გეტყვით ჯანმრთელობა იყოს დ ანუ იქნება ადამიანი ლამაზი სულაც.
ანა ბაქრაძე
18 ოქტომბერი 2019 09:59
ძალიან ლამაზი ხარ
ლია
18 ოქტომბერი 2019 09:56
ნუ მიაქცევ ყველა დეგენერატს ყურადღებას ძალიან ლამაზი გოგო ხარ
კუკური
18 ოქტომბერი 2019 09:12
რა გითხრა მშვენიერო ქაბატონო,სანუგეშო არაფერი გჭირს,ხოლო რაც შეეხება ფაქტს,ეცადე გაატარო და იცხოვრე პრინციპით,,რაც არ გვკვლავს, ის გვაძლიერებს,, წარმატებები...
იურა
18 ოქტომბერი 2019 00:13
ძალიან ლამაზი ხარ,არ გაიკეთო ოპერაცია,ეგ შრამები ყურადღებას ამახვილებს შენს სილამაზეზე.
ეკა
18 ოქტომბერი 2019 00:00
ყველა ადამიანი ღვთის ხატადაა შექმნილი. ღმერთმა ძალა მოგცეს ❤️
ანა
17 ოქტომბერი 2019 23:25
დაურეკეთ თქვენს მოსახელე ნინოს, ნადირაძეს. ის თავად ექიმია და მისი მეუღლე წარმატებული პლასტიკური ქირურგი.დარწმუნებული ვარ,არ იტყვიან უარს ქველმოქმედებაზე და აუცილებლად დაგეხმარებიან!
ძია
17 ოქტომბერი 2019 22:46
არადა, სრულიად გულწრფელად ვამბობ და სხვებიც დამეთანხმებიან იმაში, რომ საკმაოდ მშვენიერი გოგოა. ვინ იყო, ვინ შეხვდა ასე არაადეკვატური, ასე გული რომ ატკინა სრულიად უსაფუძვლოდ...
ვერმიცანა
17 ოქტომბერი 2019 22:37
ძალიან ლამაზი ქალბატონი ხართ. ნუ უსსმენთ ბოღმიანებს და გულღძოებს, ცხოვრება მშვენიერია

რუბრიკის სხვა სიახლეები
09-12-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თვის კითხვადი სტატიები