"რას ჰგავს!" - ეს სიტყვები მანადგურებს... თუმცა იძულებული ვარ, ამ ტკივილით ვიცხოვრო..."
"რას ჰგავს!" - ეს სიტყვები მანადგურებს... თუმცა იძულებული ვარ, ამ ტკივილით ვიცხოვრო..."
ამბავი, რომელსაც ნინო საღირაშვილი გვიამბობს, ჩვენთვის უცხო არ იქნება, რადგან ხშირად გვსმენია და ალბათ ყველა შევსწრებივართ ფაქტს, როცა სრულიად უცნობ ადამიანებს უნებურად თუ მიზანმიმართულად, გულს ვტკენთ... ამიტომ ვერავინ ვიტყვით, რომ ეს ჩვენ არ გვეხება...

3 წლის იყო, როცა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო. მერე იყო ბევრი ოპერაცია, პლასტიკური ქირურგიაც ჩაუტარდა, მაგრამ თვალისთვის შესამჩნევი ნაიარევები ისევ აქვს. ბევრს შრომობს, მაგრამ მორიგი ოპერაციისთვის ფულს ვერაფრით მოუყარა თავი. ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ სამყარო სასტიკია,
თვითონ გაუღიმოს ყველას და ყველაფერს, მაგრამ...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"სამი წლის ვიყავი. სახლში მე და ჩემი და ვიყავით, დედა სამსახურში იყო, მამა - ეზოში. როდესაც გავიღვიძე, იქვე ასანთი დავინახე, ავიღე და თამაში დავიწყე. თამაშისას ცეცხლი ჩემს ჩითის კაბას მოედო. ავტირდი. ტირილის
ხმაზე ჩემს დას გაეღვიძა და საშველად მამას დაუძახა, მაგრამ... ძალიან სწრაფად ცეცხლი მომედო მთელ ტანზე და მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. დამეწვა ყელი, კისერი, ხელი მთლიანად, იღლიები, ფეხები მუცელი..."

"გერმანიაში ჩამიტარდა სამი ოპერაცია: ხელზე, რომელსაც ვერ ვწევდი მაღლა; თითებზე, რომელსაც ვერ ვშლიდი და ფეხზე - რადგან მარჯვენა ფეხის გადადგმა მიჭირდა... ვერ გამოვყოფ, ყველაზე მეტად სხეულის რა ნაწილი იყო პრობლემური, ყველაფერი მაწუხებდა... მაგრამ ყველაზე რთული ის წუთები იყო, როცა ჩემზე ჩურჩულებდნენ..."

"13 წლისამ ყელზე გავიკეთე პლასტიკური ოპერაცია და მომეცა საშუალება, თავი მაღლა ამეწია - ეს ყველაზე ბედნიერი წუთები იყო ჩემთვის... მაგრამ ოპერაციის შემდეგ დამრჩა კიდევ ერთი იოლად შესამჩნევი დამწვრობის კვალი, რის გამოც ყურადღებას ვიქცევ. "რას ჰგავს!" - ეს სიტყვები მანადგურებს... თუმცა იძულებული ვარ, ამ ტკივილით ვიცხოვრო..."

"უკანასკნელ შემთხვევას მოგიყვებით, რომელმაც სისხლი გამიყინა ძარღვებში: ერთ-ერთ მაღაზიაში სალაროსთან ვმუშაობდი, როდესაც რიგითმა მომხმარებელმა სრულიად მოულოდნელად მითხრა: რას ჰგავხარ, არ მესმის შენნაირს სალაროსთან როგორ გამუშავებენო, მერე "დააზუსტა", რომ ჩემნაირი ადამიანი საერთოდ არ უნდა მუშაობდეს - ეს იყო ჩემთვის უდიდესი ტკივილი. ახლაც მიჭირს ამ თემაზე საუბარი. ჩემს გარეგნობაზე ისე ამახვილებენ ადამიანები ყურადღებას, თითქოს ამით მათ ვუშავებდი რამეს..."

"მე მაქვს პატარა შანსი... შანსი, რომელიც კიდევ ერთ ოპერაციასთანაა დაკავშირებული, მაგრამ საამისოდ თანხის მოგროვება ვერ მოვახერხე, ეს საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული... დაფინანსება ვეღარ მოვიპოვეთ, აღარავინ მომისმინა. სადაც დახმარება ვითხოვე, ყველამ უარით გამომისტუმრა... არადა, მე ხომ იმისთვის არ მინდა ეს პლასტიკური ოპერაცია, ფორმები შევისწორო მეტი სილამაზისთვის. უბრალოდ მსურს ქუჩაში უშიშრად გავიდე და ზურგს უკან აღარასდროს გავიგონო სიტყვები: "რა სჭირს?" "რას ჰგავს!.."

სტატიას სრულად წაიკითხავთ ჟურნალ "გზის" 17 ოქტომბრის ნომერში.

და აქვე გეტყვით იმასაც, რომ ძალიან გვინდა, ნინოს როგორმე დავეხმაროთ ოცნების ასრულებაში, რომ შეძლოს კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება, რომელიც მის ნაიარევებს მინიმუმამდე შეამცირებს. თუ დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ნინო საღირაშვილის სახელზე, საქართველოს ბანკში გახსნილ ანგარიშზე: GE75BG0000000222752200
წინასწარ გიხდით მადლობას!

ლიკა ქაჯაია

მკითხველის კომენტარი (22)
ნატო
09 ნოემბერი 2019 13:50
ნორმალური გარეგნობა გაქვთ ნამდვილად და ჩანს სულით ძალიან მაღლა დგახართ და სათუთი ადამიანი ბრძანდებით! პატივს გცემთ!
ციური
21 ოქტომბერი 2019 11:36
ღმერთს მადლობა რომ გადარჩით,მშვენიერი გოგო ხარ,ბოროტს დაბოღმიანებს რა გამოლევს ❤
თეონა
20 ოქტომბერი 2019 19:50
ჩემი გოგო 6 წლის ასაკში დამეწვა მკერდის ქვემოთ დღესაც ააქვს ნაიარები ქმარშვილიც ყავს ოჯახი აქვს სულაც არ გვეთაკილება ეს ყველაფერი ბედის წერაა ისეთი ლამაზი ხარ მახინჯი სულის ადამიანებს ნუ მიაქცევ ყურადღებას
Khatia
19 ოქტომბერი 2019 23:51
Maxinji sulidan wamosuli sityvebi...mshvenieri gogo xar:-*
ნუნუ
19 ოქტომბერი 2019 17:59
ნუთუ ასეთი დაუნდობელია ხალხი? რა ვქნა და არ მჯერა!
ეკა
18 ოქტომბერი 2019 21:48
მართლა, როგორი ლამაზი სახე გაქვს. ის იდიოტი ნეტა შენზე ლამაზი იყო? (სალაროს ამბავს ვგულისხმობ)
...
18 ოქტომბერი 2019 17:07
ჩემო კარგო ნურავის მიაქცევ ყურადღებას ხალხი ისეა გაბოროტებული ვის რა უნდა უთხრან არ იციან. როგორ შეიძლება დასცინო ადამიანს? ამას მხოლოდ უვიცები და შურიანები გააკეთებენ ძალიან სიმპატიური ხარ და მომხიბლელი
მეგი
18 ოქტომბერი 2019 16:34
გადასარევად გამოიყურები ჩემო კარგო...გული არაფერზე გაიტეხო...
mari
18 ოქტომბერი 2019 16:18
არ ვიცი რამ გააგიჟა და გააბოროტა ეს ხალხი, ძალიან ლამაზი და არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ არავის მიაქციო ყურადღება იმ ადამიანს ვინც ასეთი შეურაცყოფა მოგაყენა სული აქ მახინჯი, შენ კი სულიც ლამაზი გაქვს და მშვენივრად გამოიყურები, ძალიან დიდი იმედი მაქვს გამოჩნდებიან ადამიანებიც რომლებიც შეძლებეს შენს დახმარებას და გაგაბედნიერებენ
ნანა
18 ოქტომბერი 2019 15:57
არ მჯერა რომ ყოველ ნაბიჯზე ესე გაძახებენ "რას გავს" ,რაც შეეხება გულის ტკენას ჩვენც გვაქვს შემთხვევები რომ გულს გვტკენენ,ამიტომ მიიღე შენი თავი ისეთი როგორიც ხარ,ცხოვრება მშვენიერია
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები