მამუკა ხაზარაძე კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა - კვირის პალიტრა

მამუკა ხაზარაძე კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

"ვისაუბრეთ მოძრაობა "ლელოს" მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე საუკუნის პროექტზე - ანაკლიის პორტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც სამეგრელოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა.

ერთად საქართველოსთვის!"- აღნიშნულია ინფორმაციაში.